მაია ცქიტიშვილი - მინდა ყველა დავამშვიდო, როდესაც წყალტუბოს განვითარებაზე ვსაუბრობთ, ძალიან  დიდი პასუხისმგებლობით მიუდგებით

მაია ცქიტიშვილი - მინდა ყველა დავამშვიდო, როდესაც წყალტუბოს განვითარებაზე ვსაუბრობთ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მიუდგებით

access_time2019-11-11 15:06:00

ავსტრიულმა კომპანიამ 2014 წელს წარმოადგინა წყალტუბოს განვითარების ხედვა, რაც იქნება საფუძველი ჩვენი გენგეგმისთვის, სადაც უკვე დეტალურად გაიწერება კურორტის განვითარების ყველა მიმართულება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„გენგეგმაზე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელშიც საშუალება ექნება ყველა დაინტერესებულ კომპანიას ჩაერთოს ღია წესით. გენგეგმის შექმნის პროცესი, კანონის მიხედვით, მოითხოვს საჯარო განხილვებს, და ვაპირებთ ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც დღეს დაისვა ან მომავალში გაჩნდება, ეს იქნება - გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იდენტიფიცირება თუ სხვა თემები. მინდა ყველა დავამშვიდო, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, როდესაც ასეთი ტიპის კურორტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესსაც და სახელმწიფოსაც განავითაროს ეს კურორტი,” - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერის თქმით, გენგეგმაზე მუშაობა არავითარ კავშირში არ არის სასტუმროების პრივატიზებასთან, კურორტის განვითარებისთვის საჭირო ბიუჯეტი კი საინვესტიციო გეგმის შემუშავების შემდეგ დაზუსტდება.




„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის როლს, მის ინტერვიუშიც დეტალურად არის აღწერილი თუ რა გეგმა აქვს. პირველი შეთავაზება ეკუთვნის ბიზნესს - ოცდაორივე სასტუმროს და ცხრა აბაზანის შემთხვევაში, სახელმწიფო ჩაატარებს ღია აუქციონს და გააგრძელებს საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს. მისი მიზანია, რომ კომფორტი და გარანტია შეუქმნას ბიზნესს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ჩაიდება ინვესტიცია სრულად, ან თუ სახელმწიფოს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, არ ექნება სათანადო რესურსი მთელი კურორტის ინფრასტრუქტურა ერთიანად განავითაროს, ბატონი ბიძინას როლი და ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ დაეხმაროს როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს, რათა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიზიდოთ,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.







„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე

ახალი ვირუსი ჩინეთში - ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია
access_time2020-01-21 13:20:34
რამდენიმე თვის წინ კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება დააანონსა.  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზე პროექტი, რომელშიც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ინვესტორი  $30 მილიონის  ჩადებას გეგმავდა. როგორც ცნობილია ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. „კომერსანტის“ კითხვაზე -ვისთან მიმდინარეობს...


მსგავსი სიახლეები

up