მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

მაია ცქიტიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

access_time2020-02-21 13:27:01

მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



პროექტს, რომლის ბიუჯეტი 13 მლნ ლარამდეა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.



პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალამრიდი მილები, გაბიონი, საყრდენი კედელი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები.




„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, 21 კმ-იანი გზა, რომელიც აკავშირებს ლისს, მუხათწყაროს, ქვემო წყლულეთსა და ნაფეტვრებს. აქ მუდმივად ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, ბუნებრივია, ეს გზა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვისაც, რომელიც წლების განმავლობაში ამ ტერიტორიას სააგარაკედ იყენებს. კარგი ტემპით მიმდინარეობს სამუშაო და კონტრაქტორთან კომუნიკაციის შედეგად შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ პროექტი შეიძლება დროზე ადრე დასრულდეს და წლის ბოლოსთვის უკვე ამ მონაკვეთის სრული ექსპულატაცია მოხერხდეს. გასულ წელს გზების დეპარტამენტმა და თბილისის მერიამ მოახერხეს რესურსის გამოძებნა და თბილისისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი 4.6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისად, ეს 21 კმ-იანი მონაკვეთი შეკრავს ერთიან პროექტს და სრულად მოაწესრიგებს ამ ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურას,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა. 



თბილისიდან ნაფეტვრებთან მისასვლელი 4.6 კმ-იანი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ადგილობრივ მოსახლეობას და დამსვენებლებს ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. გზის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, განთავდა საგზაო ნიშნები.



პროექტი, რომლის ღირებულებამ 2 490 000 ლარი შეადგინა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.






ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up