მაია ცქიტიშვილი მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც ქალაქის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვამდე მიგვიყვანს

მაია ცქიტიშვილი მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც ქალაქის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვამდე მიგვიყვანს

access_time2021-02-18 08:30:00

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის საათის ფორმატში, მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებით, დეპუტატების - შალვა კერესელიძის და დიმიტრი ხუნდაძის შეკითხვებს უპასუხა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


„პირველ რიგში, როცა მცხეთის გენგეგმაზე ვსაუბრობთ, მგონი რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ყველას კომუნიკაციის პროცესში, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას, მერი იქნება, დეპუტატი, მინისტრი თუ სხვა, რადგანაც ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვართ. გენგეგმა არ არის მხოლოდ დოკუმენტი, არამედ ეს არის მარეგულირებელი ჩარჩო და გვიწევს ძალიან ბევრი საკითხის გათვალისწინება. პირველ რიგში, ესაა მსოფლიო მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქალაქისთვის განვითარების პირობების შექმნა, ბიზნესის, მოქალაქეების, ეკლესიის საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება და მაშინ როდესაც აქ ძალიან ბევრი ფაქტორი ერთიანდება ან პირიქით, უპირისპირდება ერთმანეთს, განსაკუთრებული სიფაქიზე და პასუხისმგებლობა გვმართებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


ვიცე-პრემიერმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ამ საკითხზე, კონსტრუქციული დიალოგი არ მიმდინარეობს.


„ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც ქალაქის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვამდე მიგვიყვანს. მოდით, გადავდოთ უთანხმოებები, პირადი მოსაზრებები და გავერთიანდეთ მცხეთის გენგეგმის პროცესის დასრულებისთვის. ბუნებრივია, შესაძლოა არსებობდეს შენიშვნები, შეკითხვები, მაგრამ პირველ რიგში, მცხეთის მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, რომ მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია უშუალოდ იმასთან დაკავშირებით თუ რა წერია დოკუმენტში, გამოხატონ თავისი აზრი და შესაბამისად, ძალიან ღია და ობიექტურ დიალოგში მივიდეთ უკვე იმ შეთანხმებამდე, რომელიც მოგვცემს საშუალებას საქმე ბოლომდე მივიყვანოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



მინისტრმა არ დაადასტურა ინფორმაცია, თითქოს გენგეგმის კონცეფციის თანახმად, მცხეთის ადმინისტრაციული ფუნქციები ჟინვალს ან რომელიმე სხვა დასახლებას უნდა გადაეცეს.


„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და რა თქმა უნდა, საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ ასეთი ტიპით ინტერპრეტირება. რეალურად საუბარია ადმინისტრაციული ფუნქციების და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციაა ის, რომ ხელი შეუწყოს პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს კონცეფციის მოსახლეობისთვის გაცნობას, რაც ჯერ მათ არ გაუკეთებიათ. დოკუმენტი მცხეთის მუნიციპალიტეტს არ გაუხდია საჯარო და შესაბამისად არ ვიცით მცხეთელების პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ, უკვე გავიგეთ, რომ მცხეთის მერს არ მოსწონს ეს კონცეფცია. მოდით, ნუ გამოვიყენებთ ტრიბუნას იმისათვის, რომ სხვებს მოვახვიოთ თავს სუბიექტური მოსაზრებები. უმჯობესია შევქმნათ შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული ადამიანი თავად გაეცნოს დოკუმენტს და წარიმართოს საჯარო დისკუსიები. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და საჯარო განხილვები, რომ მოვისმინოთ ყველას პოზიცია და გავითვალისწინოთ. მოდით, გავერთიანდეთ, რათა ეს დოკუმენტი მივიღოთ ექვსი წლის თავზე მაინც და არ ჩავაგდოთ ისევე, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა თვითმმართველობამ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up