მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს და პროკურატურას მოუწოდებს, „ლელოს“ დამფუძნებლისგან განმარტებები მოითხოვოს

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს და პროკურატურას მოუწოდებს, „ლელოს“ დამფუძნებლისგან განმარტებები მოითხოვოს

access_time2019-10-03 20:28:39

მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მამუკა ხაზარაძემ ერთხელ უკვე თქვა უარი ჩემთან დებატებში დაჯდომაზე, როდესაც საქმე ეხებოდა მნიშვნელოვან პროექტს - ანაკლიის პორტს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას არ შერცხვება მას შემდეგ, რაც მან დღეს იკადრა, თვალებში ჩამხედოს და დაჯდეს დებატებში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ “ ,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც „ლელოს“ დამფუძნებელმა „გაჩერებულ“ ქვეყანაზე ისაუბრა.


„ მამუკა ხაზარაძემ დღეს ახსენა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ რიგში ისაუბრა გაჩერებულ ქვეყანაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ქვეყანაში თითქმის წელიწადია გაჩერებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლიის პორტი და უნდა ახსნას მამუკა ხაზარაძემ, თუ რატომ არის დაგვიანებული უკვე ორ წელიწადზე მეტით ის პროექტი, რომელიც ყველასთის ასეთი დიდი მნიშვნელობისაა და რატომ ვერ მოახერხა მან 3 წლის განმავლობაში ინვესტორების ნდობის მოპოვება, რომ საკუთარ კაპიტალშივე 100 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზება მოეხერხებინა“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად მართავს რამდენიმე მილიარდის ღირებულების 6000 პროექტზე მეტს და ამ პროექტებში 800-ზე მეტი კომპანია და დაახლოებით 25000 ადამიანია დასაქმებული.


„ეს არის ის რიცხვები, რომელსაც, როგორც ჩანს ბატონი მამუკა არ იღებს ყურად და რისი გაგებაც მას არ სურს. რაც შეეხება ტენდერების გამჭვირვალობას და შესაძლო კორუფციას, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 1000 ტენდერზე მეტი გვაქვს გამოცხადებული, საიდანაც მხოლოდ 90 ტენდერი გასაჩივრდა დავების საბჭოზე და არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. გარდა ამისა, ყველა ტენდერი არის სრულიად გამჭვირვალე და დიახ, ვკითხოთ ბიზნესს რამდენად კონკურენტუნარიანია ეს ტენდერები. მე მოვუწოდებ პროკურატურას მოითხოვოს მამუკა ხაზარაძისგან სრული განმარტებები იმ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება ის ფლობდეს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს მსგავს თემებზე ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია.


ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.






მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up