მაია ცქიტიშვილი - მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც მგზავრობის დროის შემცირების, ისე უსაფრთხოების სტანდარტისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის

მაია ცქიტიშვილი - მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც მგზავრობის დროის შემცირების, ისე უსაფრთხოების სტანდარტისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის

access_time2020-10-20 16:50:07

2013-2020 წლებში აშენდა 198 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის სწორედ ის გზები, რომლითაც ვუკავშირდებით ჩვენი რეგიონის, ევროპულ და აზიის ბაზრებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური როლი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციები გაორმაგდა, რაც რეგიონების განვითარებისა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებისკენაა მიმართული.



„ბოლო რვა წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ჩქაროსნული მაგისტრალების მოცულობა და მხოლოდ წელს 70 კმ ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი შევა ექსპლოატაციაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. 2021-2024 წლებში დამატებით აშენდება 200 კმ ავტობანი, 200-ზე მეტი ხიდი და 70 გვირაბი, ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შევამციროთ 3,5 საათამდე. დროის შემცირებასთან ერთად, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოების და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ხაზი გაუსვა მაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.




„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას და შემდეგ - ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი-კობის 23კმ-იანი მონაკვეთი, საიდანაც 9 კმ უნიკალური გვირაბია. ამას გარდა, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ თბილისი და რუსთავი წითელ ხიდთან, ასევე - სადახლოსთან და ბათუმი - სარფთან, რაც აუცილებელია მაგისტრალების ერთიანი ქსელის შესაკრავად. ეს ნიშნავს, რომ უკვე მომავალ წელს ჩვენ ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალებით შეგვეძლება ვიმგზავროთ თბილისაიდან ჩუმათელეთამდე, არგვეთიდან ლანჩხუთამდე და ქობულეთიდან ბათუმამდე, 2023 წლიდან კი, როცა სამუშაოები დასრულდება რიკოთის უღელტეხილზე, თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალით შეუფერხებლად ჩავალთ. სულ, 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95%,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შიდა სახელმწიფოებრივი და მუნიციპალური გზების განვითარებაც, ამ მიმართულებით კი, ბოლო წლებში, სამჯერ უკეთესი შედეგია ნაჩვენები, რაც გამოიხატება 3300 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციასა და 500-ზე მეტი ხიდის მშენებლობასა და კაპიტალურ შეკეთებაში, 2024 ლამდე კი დაგეგმილია დამატებით 1500 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია.



„2021 -2024 წწ დასრულდება ისეთი სრულიად ახალი გზების მშენებლობა, რომლებიც რეგიონებს უფრო მარტივად დააკავშირებს. ესაა საჩხერე-ონის გზა, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვა აქვს, ასევე 2024 წლამდე დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რეაბილიტირდება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი, ზესტაფონი- ჭიათურისა და ბაღდათი-აბასთუმნის გზები. ყველა ეს პროექტი ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up