მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და მიხეილ ბატიაშვილი კახეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და მიხეილ ბატიაშვილი კახეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

access_time2019-07-31 17:20:34

 დღეს კახეთის რეგიონის სოფელ იყალთოსა და ზემო ხოდაშენის მოსახლეობას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შევდნენ.


შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მათი მიზანია ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან როგორც მთავრობის წევრები, ისე საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


“იცით, რომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვატარებთ ასეთ ღია შეხვედრებს უშუალოდ სოფლის მოსახლეობასთან. მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის წარმომადგენლებმა ძალიან აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ პატარა დასახლებების მაცხოვრებლებთან შეხვედრები იმისთვის, რომ უკეთ განვსაზღვროთ ის პრიორიტეტები, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად შემდეგი წლის ბიუჯეტს. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბროთ გულახდილად. ვისაუბროთ მათ შორის, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ისე სოფლის სხვა საჭიროებებზე. ამ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ჩვენ ვადგენთ იმ პროგრამებს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებების სისტემურ მოგვარებას სჭირდება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერის თქმით, სწორედ გასულ წელს გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა სოფლებში პოლიკლინიკების საჭიროება, რის გამოც შემუშავდა და 2019 წლის ბიუჯეტში აისახა სოფლის ამბულატორიების პროგრამა. ამ პროგრამით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 600-ზე მეტი ამბულატორიის რეაბილიტაცია და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა. ასევე გამოიკვეთა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის ლიკვიდაციისა და მისი პრევენციისათვის საჭირო პროგრამის არსებობა. „შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციას გადავამუშვებთ და ამ ინფორმაციის საფუძველზე პროგრამებსაც დავნერგავთ. მუნიციპალიტეტებიც თავის გეგმებსა და ბიუჯეტებსაც ამ პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვარავენ“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, - „ასეთი შეხვედრები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აქვს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და შევიმუშავებთ მხარდამჭერ პროექტებს. გარდა ამისა, შეხვედრის ფორმატში, მოსახლეობას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მოქმედი სახელმწიფო პროექტებისა და მხარდამჭერი აქტივობების შესახებ. საინტერესო იყო დისკუსიაც. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აგრარული დარგის მიმართულების საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და არსებულ პოტენციალზე“.


შეხვედრაზე მინისტრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციაც მიაწოდეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იყალთოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განათლების კომპლექსური რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ჯილდოზე და მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე. გარდა ამისაც საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში არსებული სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხებსაც.


სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ჯახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.


„კომერსანტი“





უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up