მაია ცქიტიშვილი - კოორდინირებული ქმედებებითაა შესაძლებელი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან ნაკლებად დაზარალებული გამოვალთ

მაია ცქიტიშვილი - კოორდინირებული ქმედებებითაა შესაძლებელი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან ნაკლებად დაზარალებული გამოვალთ

access_time2020-03-27 12:00:31

„ჩვენი ამოცანაა ბალანსის პოვნა დაავადების გავრცელების შენელებასა და ეკონომიკის მუშაობასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ მივიღოთ მინიმალური ზიანი, არ გაგვიჩერებია სრულად ეკონომიკა და მაქსიმალურდ ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობა, სადაც არ არის საფრთხე დასაქმებული ადამიანებისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.


მისივე თქმით, როცა დაწესდა შეზღუდვები საცალო ვაჭრობაში, ბიზნესის დიდი ნაწილი ძალიან სწრაფად გადაეწყო და აამუშავა მიწოდების სერვისი, რაც ბევრისთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა.


„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც და ყველა ობიექტი, რომელიც ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მინდა ყველა რგოლის წარმომადგენელს - მუშას, მენეჯერს თუ კომპანიის მფლობელს გადავუხადო მადლობა მათი შრომისთვის, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით დღეს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ეკონომიკაში 600 მილიონი ლარის დაბრუნება და ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ჩადება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბინესისთვის.


„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად შევძლოთ ეკონომიკის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით სასიხარულოა ისიც, რომ საფინანსო ინსტიტუტების სახით წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ახლა, უკლებლივ ყველა პარტნიორი გვიკავშირდება დახმარების სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები მივმართოთ ისეთ დარგებსა და პროგრამებზე, სადაც ყველაზე პოზიტიურ შედეგს მივიღებთ და ასევე დავასტაბილუროთ ვალუტის კურსი. ყველა მასტიმულირებელი ღონისძიება, რაც უკვე შევთავაზეთ სხვადასხვა პროფილის ბიზნესს და რასაც აწი შევთავაზებთ, ერთობლივად იგეგმება, ამ პროცესში ჩართულია მთავრობა, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტები. ვფიქრობ, სწორედ კოორდინირებული ქმედებებითაა შესაძლებელი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან, საბოლოოდ, ნაკლებად დაზარალებული გამოვალთ,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up