მაია ცქიტიშვილი: კომპანია რომელსაც მსოფლიო ბანკმა მის ტენდერებში ჩართვა აუკრძალა, დაწყებულ პროექტებს დაასრულებს

მაია ცქიტიშვილი: კომპანია რომელსაც მსოფლიო ბანკმა მის ტენდერებში ჩართვა აუკრძალა, დაწყებულ პროექტებს დაასრულებს

access_time2019-06-12 21:00:53

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მსოფლიო ბანკმა "ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კონსორციუმს" და მის შვილობილ კომპანიას აუკრძალა შემდეგი 9 თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის ტენდერებში მონაწილეობა, რაც შეეხება უკვე არსებულ პროექტებს, რომელიც კომპანიამ მოიგო, მათ განხორციელებას დაგეგმილად გააგრძელებს. ამის შესახებ მინისტრმა მსოფლიო ბანკის მიერ ჩინური კონსორციუმისთვის საქართველოში აღმოჩენილი დარღვევების გამო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა.


მაია ცქიტიშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადებული ტენდერი ეხებოდა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს (რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთს), რომელიც 2017 წელს ჩატარდა.


"სწორედ საგზაო დეპარტამენტის მიერ იქნა დადგენილი ეს შესაძლო გადაცდომა, დონორის პროცედურა ითვალისწინებს სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებას. შეფასების დროს შესაბამისი კომუნიკაცია იყო გზების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკს შორის. შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა თავისი პროცედურების მიხედვით განიხილა ეს ინფორმაცია და ეს არის უკვე მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება. ეს არის ის პროცედურა რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით საერთაშორისო ტენდერების, ასევე შიდა ტენდერების გამართვის დროსაც. შესაბამისად თუ აღმოჩენილია ხოლმე სამინისტროს მხრიდან რამე დარღვევა, ჩვენ ვალდებული ვართ შევატყობინოთ დამფინანსებელს ასეთი შესაძლო დარღვევების შესახებ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



მინისტრის განმარტებით, მსოფლიო ბანკის შეზღუდვა არ აისახება იმ სამუშაოებზე, რომელსაც ეს კომპანია საქართველოში აწარმოებს.


imedinews.ge






არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up