მაია ცქიტიშვილი - ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის დიდი გამარჯვება

მაია ცქიტიშვილი - ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის დიდი გამარჯვება

access_time2020-07-03 17:34:00

ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ აღიარა ჩვენი წარმატება პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ის ფაქტი, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები უსაფრთხოდ მიიჩნევენ საზღვრის გახსნას, არის თავისთავად ძალიან დიდი გამარჯვება, - ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება დეტალები ამ ქვეყნებთან, რომელთაც საზღვრის გახსნის განსხვავებული რეჟიმები დააწესეს.




„თითოეულ ქვეყანას აქვს დადგენილი საზღვრის გახნის თავისი რეჟიმი. მაგალითად, ავსტრიამ აირჩია, რომ არ გაეხსნა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნების გარდა სხვებისთვის, იტალიამ კი გადაწყვიტა, რომ გაეხსნა, მაგრამ 14 დღიანი კარანტინით. ასევე, შვედეთან დაკავშირებით გავიგეთ გუშინ, რომ მზად არიან გახნან საზღვარი ტესტის გავლის პირობით. არის ქვეყნები, რომლებიც გვთავაზობენ ყოველგვარი ტესტირების და კარანტინის გარეშე საზღვრების გახსნას და სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობთ აქტიურად,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.






„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up