მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი და ესაა პირდაპირი ბმა ეკონომიკურ განვითარებასთან

მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურული პროექტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი და ესაა პირდაპირი ბმა ეკონომიკურ განვითარებასთან

access_time2020-02-26 16:47:43

ინფრასტრუქტურული პროექტები არამხოლოდ დასაქმებას და ქართული კომპანიების ზრდას უწყობს ხელს, არამედ მომიჯნავე ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის ის არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი, რომელიც აჩვენებს ბმას ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებას შორის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„როდესაც ინკლუზიურობაზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს იმას რამდენად სარგებლობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე იმ სიკეთით, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარება ჰქვია. რამდენიმე მიმართულებიდან ერთია ტურიზმის სფერო და ამ შემთხვევაში, სხვადასხვა პროექტით რეგიონის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა. როდესაც კაპიტალურ დანახარჯებზე ვსაუბრობთ, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით სტაბილური ზრდა გვაქვს და გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით, 20%-ით მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ. წელსაც ვიმედოვნებთ, რომ დაგეგმილზე უკეთესი სურათი გვექნება. ეს ნიშნავს, რომ ამ სამუშაოების შესრულებაში ჩართულია სულ უფრო მეტი კომპანია და მათი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ამ ინვესტიციებზე. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებში დასაქმებული ადამიანების როცხვი ათი ათასს აღწევს. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა პროექტებში დამატებით კიდევ 30 ათასი ადამიანი დასაქმდა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში, იმ პროექტებით, რომელიც ბიუჯეტის ან საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში, 40 ათასი ადამიანის შემოსავალს უზრუნველვყოფთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული კომპანიების ფინანსური ბრუნვის ზრდაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ ისეთ პროექტებში ჩაერთონ, რასაც აქამდე, ძირითადად, საერთაშორისო კომპანიები ასრულებდნენ.




„ქართული ბიზნესი იზრდება და ეძლევა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, ვითარდება მომიჯნავე სფეროებიც. გვაქვს შემთხვევა, როცა ერთ-ერთ ქართულ კომპანიას, ჩინურმა კომპანიამ, დაუკვეთა დიდი რაოდენობით, 18 ათასი ტონა, მეტალის კონსტრუქციები. ამგვარად, შეიქმნა ქართული წარმოების გაფართოების შესაძლებლობა, რასაც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ საშუალებითაც შევუწყვეთ ხელი და განვითარდა მომიჯნავე ბიზნესი,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up