მაია ცქიტიშვილი: „ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ბიზნესის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია აბასთუმანი“

მაია ცქიტიშვილი: „ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ბიზნესის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია აბასთუმანი“

access_time2020-02-26 16:44:03

„გასულ წელს, მცირე რეგიონულ პროექტებში, 770 ადგილობრივი კომპანია იყო დასაქმებული. თანხებიდან და რისკების მართვიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა მოთხოვნები, რომელიც მცირე მასშტაბის პროექტებში გვქონდა დაწესებული, რის შედეგედაც დაახლოებით 100 ახალი კომპანია შემოვიდა ბაზარზე და მათ მიეცათ განვითარების შესაძლებლობა“—ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 


„ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ბიზნესის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია აბასთუმანი, სადაც მსოფლიო ბანკის დახმარებით, ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა-განახლების მიმართულებებით. მიდგომა არის ინტეგრირებული და გენგეგმის მეშვეობით, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, თუ რამდენი ტურისტის მომსახურებას შეძლებს კურორტი. ამ გათვლებზე დაყრდნობით ხდება წყლის, გზის თუ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ასეთი მიდგომის შედეგად, აბასთუმანში უკვე გვაქვს 8 ქართული ინვესტიცია მაღალი ხარისხის სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც შექმნის არა მარტო მუდმივ შემოსავალს, არამედ მოთხოვნას მეზობელი რეგიონებიდან პროდუქტით მომარაგებასა თუ სხვა მომსახურებაზე“, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.


მაია ცქიტიშვილმა, პანელზე, დისკუსიის ფარგლებში, კურორტების მართვის ახალ მოდელზეც ისაუბრა.



„ჩვენი ამოცანა არ არის საქართველოში შევქმნათ ახალი სსიპ-ები ანდა გავზარდოთ სახელმწიფო ბიუროკრატია. როცა ახალ მოდელზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ისეთი კურორტები, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი, წყალტუბო, ანუ ის დასახლებები, სადაც ინტეგრირებული მართვაა საჭირო. ბაკურიანის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ბაკურიანის სტატუსი დღეს არის დაბა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტშია და ბორჯომის მერია, ერთი წარმომადგენლის მეშვეობით, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას, რაც ბუნებრივია შეუძლებელია იმიტომ, რომ სეზონზე იქ 300 ათასამდე დამსვენებელი გვყავს. ამიტომ ბაკურიანს სჭირდება განსხვავებული მიდგომა, გუდაურს კი საერთოდ ორი მუნიციპალიტეტი იყოფს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.


დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომერციულმა სექტორს მოუწოდა სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა გაინაწილოს, რაც მცირე ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ელემენტარული სერვისების მიწოდებაში ხელშეწყობას გულისხმობს.






Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up