მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - არათუ არ გავჩერებულვართ, არამედ გაცილებით მაღალი ტემპით მივდივართ

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - არათუ არ გავჩერებულვართ, არამედ გაცილებით მაღალი ტემპით მივდივართ

access_time2020-05-28 11:33:24

„ჩინეთთან საზღვრების ჩაკეტვის გამო გვქონდა შეფერხება რიკოთის მონაკვეთებზე, თუმცა პროექტი არ გაჩერებულა არც ერთი დღით. ცხადია, მოგვიწია ფიქრი კარანტინზე, ტესტირებებზე, რეგულაციების დანერგვაზე, თუმცა, მოვახერხეთ და არ გაგვიჩერებია სამუშაოები,”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დინამიკის შეფასებისას. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მან აღნიშნა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულია არც ერთ დიდ პროექტზე, სადაც საგანგებო ვითარების დროს დასაქმებული იყო 3000-ზე მეტი ადამიანი.



„საგანგებო ვითარების მიუხედავად, 26 მაისის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით მეტი შესრულება გვაქვს. არათუ არ გავჩერებულვართ, არამედ გაცილებით მაღალი ტემპით მივდივართ. ოპოზიციას მუდმივად აქვს სურვილი აჩვენოს მოსახლეობას, რომ მთავრობა რაღაცას ვერ აკეთებს კარგად, თუმცა გეტყვით, რომ 6000 პროექტი აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეს ყველაფერი შენდება ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნისთვის. ხელისუფლება მიდის და მოდის, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ გაკეთებული საქმე რჩება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ,”-განაცხადა მინისტრმა.




მაია ცქიტიშვილმა აუდიტის 2019 წლის შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასკვნაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამი პროექტი მოხვდა. ერთ-ერთია რიკოთის გვირაბის ის მონაკვეთი, სადაც დონორის ჩანაცვლება მოხდა, თუმცა ამ პროექტზე კონტრაქტორი კომპანია უკვე სამობილიზაციო სამუშაოებს იწყებს.



„ასე რომ, როდესაც 6000 პროექტზე ვსაუბრობთ, სამ პროექტზე შეიძლება 1 წლის განმავლობაში იყოს შეფერხება, თუმცა ისეც უნდა გვახსოვდეს, რომ 2019 წელს რეკორდული რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა. შარშან, სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებში, წინა წელთან შედარებით, 30%-ით მეტი ინვესტიცია ჩავდეთ და ჯამში, ნახევარი მილიარდი ლარით მეტი პროექტი დაფინანსდა,”-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up