მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში გეგმავს

მაია ცქიტიშვილი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში გეგმავს

access_time2020-06-18 10:09:47

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლის მშენებლობაც, რომელიც 2021 წლის სასწავლო წლისათვის დასრულდება.


როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები შენდება თანამედროვე სტანდარტებით. სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვის მიზნით, სკოლაში იქნება ლაბორატორია, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით. სკოლებში მოეწყობა ექიმის კაბინეტი, მანდატურის ოთახი, სასადილო და ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლების ტერიტორიაზე დაგეგმილია სარეკრეაციო სივრცის მოწყობა.


„სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართულია 2019 წლიდან. დაახლოებით 220 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. კახეთში ამ ეტაპზე შვიდი ახალი სკოლა შენდება. ერთ-ერთი გახლავთ სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა. დანგრეული სკოლის გამო ბავშვებს უწევდათ მეზობელ სოფლებში სიარული, ახალი სკოლის მშენებლობით კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ სოფელში მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანია, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს დაგეგმილი 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. წლის ბოლომდე კი 4170 ბავშვზე გათვლილი სკოლების მშენებლობა იქნება დასრულებული. ბუნებრივია, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურა არის განათლების რეფორმის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.



მაია ცქიტიშვილმა და მიხეილ ჩხენკელმა გურჯაანის ინოვაციების ცენტრის მშენებლობაც დაათვალიერეს.


განათლების მინისტრმა ისაუბრა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის კეთილმოწყობილი, ადაპტირებული, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.


„მსგავსი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიული პრიორიტეტია“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა გურჯაანში მიმდინარე ზაფხულს დასრულდება. ცენტრის ორსართულიან შენობაში განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და სამუშაო სივრცეები. ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის მოეწყობა ღია ტერასა. ცენტრის ტერიტორია კეთილმოეწყობა და შემოიღობება. მას ექნება საკუთარი პარკირების სივრცე. ინოვაციების ცენტრი შენდება თანამედროვე სტანდარტებით და ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 2,4 ლარით აფინანსებს.


სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურიასა და კახეთში 14 სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. გურიის რეგიონში ცხრა, ხოლო კახეთის რეგიონში ხუთი სკოლა რეაბილიტირდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up