მაია ცქიტიშვილი - ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, სისტემური მნიშვნელობის 33 ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია, რაც შეჩერდა, უკვე აღდგენილია და 15 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული

მაია ცქიტიშვილი - ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, სისტემური მნიშვნელობის 33 ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია, რაც შეჩერდა, უკვე აღდგენილია და 15 ათასამდე ადამიანი არის დასაქმებული

access_time2020-07-14 11:35:25

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ინფექციასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობას სისტემურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეუჩერებია. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა მინისტრის თქმით, არ შეჩერებულა 33 პროექტი, რომელთა მიმდინარეობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.

 

„კოვიდს რაც შეეხება, ყველასთვის მოულოდნელ, არაპროგნოზირებად გარემოში ჩვენც ძალიან ბევრ რაღაცასთან ადაპტაცია მოგვიწია. ვებრძოდით ინფექციის გავრცელებას და ამასთან ერთად, ვეცადეთ, სისტემური მნიშვნელობის პროექტები არ გაგვეჩერებინა, მაგალითად, როგორიც არის საერთაშორისო მაგისტრალები, სადაც უცხოელი კონტრაქტორები, თავისი უცხოელი პერსონალით უკვე საქართველოში იყვნენ მობილიზებული და აქ უწევდათ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ვეცადეთ, რომ სწორედ ასეთი პროექტები არ გაგვეჩერებინა პირველ რიგში. ჩვენთვისაც ეს გამოწვევა იყო, რადგან ძალიან ბევრი ისეთი საკითხის გადაწყვეტა მოგვიწია, რომელიც  არ ყოფილა ბუნებრივი არც ჩვენთვის და არც კონტრაქტორისთვის. 33 პროექტი არ გაჩერებულა, ეს იყო დიდი, სისტემური პროექტები, რომელიც უკვე ვნახეთ. მაგალითად, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი გავხსენით დამატებით, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი პროექტი,  რომელიც არ გაჩერებულა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

ამასთან, მისი თქმით, იგივე რეჟიმში გრძელდებოდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაც.

 


 „გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით, რომ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა ასევე განუწყვეტლივ, იგივე რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც იყო „კოვიდამდე“, 3 300 ადამიანზე მეტი მუშაობდა იმ დროს ამ პროექტებზე, რომელიც „კოვიდის“ მიუხედავად არ გაგვიჩერებია არც ერთი წუთით. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრაქტიკულად კარანტინის რეჟიმში ვიმყოფებოდით. თუ გახსოვთ, მუდმივად ვსაუბრობდით აუცილებელი ბალანსის დაჭერაზე, ბალანსის გამოძებნაზე ეკონომიკის და მნიშვნელოვანი პროექტების არ გაჩერებასა და  ვირუსის არ გავრცელებას შორის. შესაბამისად, 33 დიდ პროექტზე ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო და ამაზე მაშინ განსაკუთრებული კონტროლი დავაწესეთ. უკვე შედეგიც სახეზე გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ყველა პროექტის განხორციელება აღდგენილია.

 

„დღეს ყველა პროექტი არის აღდგენილი, უკვე დიდი ხანია, პრაქტიკულად, იმ დღიდან, როგორც კი, შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, როდესაც სამშენებლო საქმიანობა და სამშენებლო მასალების ნაწილში მიწოდება გახდა შესაძლებელი. დღეს ეს არის დაახლოებით 6 ათასი პროექტი, 500-ზე მეტი კომპანია მუშაობს ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე, დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დღეის მდგომარეობით არის დასაქმებული“, – განაცხადა  მაია ცქიტიშვილმა.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up