მაია ცქიტიშვილი - იმის შესახებ რა ვითარებაა ბაკურიანსა და გუდაურში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ტურისტებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - იმის შესახებ რა ვითარებაა ბაკურიანსა და გუდაურში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ტურისტებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია

access_time2020-01-08 16:20:32

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ტურისტებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ რა ვითარებაა ბაკურიანსა და გუდაურში. გუშინ, წყალმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად, გადავჭერით გუდაურში, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალება საღამოს იუწყებოდა, რომ სასტუმროების ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს ბაკურიანში ჩავიდა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამუშაო შეხვედრას, რომელსაც მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა, მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი დირექტორი გიგა მანდარია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საპატრულო პოლიციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



„ბაკურიანში წყლის პრობლემა ჰქონდა სასტუმროების მხოლოდ 20 პროცენტს. აქედან, ნაწილს გრაფიკით მიეწოდება წყალი, ნაწილს კი 31 დეკემბრიდან მოყოლებული, მუდმივ რეჟიმში, ვამარაგებთ წყალმზიდების საშუალებით. ჩვენი კოლეგების - საგანგებო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ასევე წყლის კომპანიის რესურსებით, 700 ტონაზე მეტი წყალია უკვე მიწოდებული. აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა - მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია. ახლა მიმდინარეობს ახალი სათავეს ტესტირება და შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ არსებული დანაკლისის შევსებას და დაბის უწყვეტ მომარაგებას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




მისივე თქმით, დამსვენებელთა მხრიდან კურორტის დატოვებას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია და ძირითადად, ტურისტები იმ სასტუმროებში გადავიდნენ, სადაც წყლის პრობლემა არ იყო.



„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად კურორტზე არსებული მდგომარეობა. ძალიან ბევრი სამუშაო გაკეთდა მთელი წლის განმავლობაში. კერძოდ, დასრულდა ახალი შემოვლითი გზა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა. წრიული გზაც გაკეთებულია და დიდწილად მოგვარდა საცობების პრობლემა, რაც გვქონდა წინა წლებში. საპატრულო პოლიციის შვიდი ეკიპაჟი და საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი უზრუნველყოფენ გზებზე გადაადგილებას. ათვისებულია ახალი საპარკინგე სივრცეები, მათ შორის დიდველთან, „მგზავრებთან“, კოხტასთან და ამ პარკინგებით სარგებლობა შესაძლებელია უფასოდ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერის თქმით, ბაკურიანს ემსახურება განახლებული მუნიციპალური სატრანსპორტო პარკი და პერიოდულად, ავტობუსები კიდევ დაემატება, რაც გაზრდილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up