მაია ცქიტიშვილი: იმ შემთხვევაში, თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

მაია ცქიტიშვილი: იმ შემთხვევაში, თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც

access_time2021-01-22 23:30:00

დამერწმუნეთ, ჩვენთვისაც თითეული გადაწყვეტილება არის რთული, რადგან ძალიან კარგად გვესმის, რა პრობლემების წინაშე იმყოფება ბიზნესი, მათ აქვთ პასუხისმგებლობა დასაქმებული პერსონალის წინაშე, ასევე უმეტესობას აქვს სესხები, გეგმები და რა თქმა უნდა, ყველასთვის რთულია, როდესაც ვერ ვგეგმავთ მომავალს - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მაია ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ შეღავათს უწევს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის არის გადასახადებისგან გათავისუფლება, ქონების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მნიშვნელოვანი სუბსიდირება და ბანკებთან დახმარება.



„გარდა იმისა, რომ ვიცით რესტორნების პრობლემა, ჩვენ ასევე ვცდილობთ მათ დავეხმაროთ. 2020 წლის მსგავსად, 2021 წელსაც მათ მთლიანად ჩამოეწერათ ქონების გადასახადი და გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. 2020 წელს 4 თვით გადაუვადდათ საშემოსავლო გადასახადი, რაც შემდგომში ჩამოეწერათ. ამასთან, რესტორნებს, სხვა ბიზნესის მსგავსად, 150 ლარის ოდენობით თითო დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი უსუბსიდირდება სახემწიფოს მხრიდან და ახლა უკვე 2021 წელს 6 თვის განმავლობაში, ყველა რესტორანს, რომელიც მოითხოვს ამ პროგრამაზე წვდომას, სასესხო საპროცენტო გადასახადის 80% დაუსუბიდირდება სახელმწიფოს მხრიდან“,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის გარდა, რესტორნების მხოლოდ გატანის სერვისის შენარჩუნება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკმა განაპირობა. იმ შემთხვევაში, კი თუ 15 თებერვლისთვის ინფექციის გავრცელების საშიშროება შემცირდება, რესტორნების მუშაობა განახლდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.




„საქართველოში სხვადასხვა ტიპის რესტორნებია, ევროპული ტიპის რესტორნებში წესებს უკეთესად, უფრო მაღალი სტანდარტით იცავენ, ვიდრე ქართული ტიპის რესტორნებში, სადაც მეტი ადამიანი იკრიბება და წვეულებები იმართება. ასევე ინფექციის გადაცემის ძირითადი წყარო რესტორანში არის არა ოფიციანტი, არამედ სტუმრები, რომლებიც პირბადეების გარეშე იმყოფებიან“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



რაც შეეხება აჭარას, ვიცე-პრემიერის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გასულ თვეებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, მათავრობამ ღია სივრცეში აჭარაში რესტორნების მუშაობის ნებართვა გასცა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო რესტორნები დაკეტილია ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის არის გაერთიანებული სამეფო ირლანდია , საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ბელგია, დანია, ნიდერლანდები, პორტუგალია, უნგრეთი , პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია და ლიეტუვა.








საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up