მაია ცქიტიშვილი - გვაქვს 66 ახალი სკოლის  მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციისა და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი

მაია ცქიტიშვილი - გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციისა და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტი

access_time2020-07-13 11:00:33

„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშან პირველად დაიწყო მასშტაბურად ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს 66 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობის, 200-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაციის და 47 ახალი ბაღის მშენებლობის პროექტები,“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქვემო ქართლში თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში, სოფელ საღრაშენსა და სოფელ ანაგეთში დასრულდება 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა. სამივე სკოლის მშენებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სკოლები, რომლებშიც ბავშვები სწავლობდნენ არის ძველი და არ შეესაბამება არანაირ საგანმანათლებლო სტანდარტს.



ასევე, ფაქტობრივად დასრულებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვებისა და კუმისის 110 და 90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა. წესრიდგება ბაღების ეზოებიც.




„ქვემო ქართლში 16 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამში, ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებია. ვაშენებთ როგორც მცირე 60 ბავშიან, ისე 250 ბავშვიან დიდ სკოლებს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში ბევრად უფრო კარგი გარემო შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც მათი სწავლის ხარისხზეც აისახება. გარდაბნის მუნიციპალიტეტში გვაქვს 2 ბაღის პროექტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კი 4 სკოლა შენდება ერთდროულად, რაც ერთი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხელშესახები შედეგია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერმა თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევეი არსებობს ათწლეულების განმავლობაში. თუმცა, ორივე მუნიციპალიტეტში დაწყებულია არაერთი პროექტი სოფლებისთვის წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად.
„ძალიან დიდი და რამდენიმე ეტაპიანი პროექტები გვაქვს დაწყებული ქვემო ქართლში, რომელთა შედეგად მოსახლეობას, ზოგან პირველადაც კი, გამართული წყალმომარაგება ექნება. მათ შორის, არის გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სადაც 5 დიდი სოფლის წყალმომარაგების პროექტს ვახორციელებთ. გარდა ამისა, ორივე მუნიციპალიტეტში ბევრი სხვადასხვა წყაროდან - ეს იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარატების კომპანია, ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტი თუ რეგიონებში განსახორციელებელი ფონდი, ფინანსდება სხვადასხვ ზომის პროექრტი. მათი დასრულების შემდეგ, ბევრად მეტ ადამიანს ექნება წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე.“- განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.



ამ დროისთვის, ქვემო ქართლში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up