მაია ცქიტიშვილი - გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად დაიწყება და გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

მაია ცქიტიშვილი - გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად დაიწყება და გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

access_time2020-06-23 15:53:56

”უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ახალი პროექტის გამოცხდებას გეგმავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში. მრავალფეროვან პროექტებს შორის არის 85 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასევე რამდენიმე სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტის მასშტაბური პროექტი და საცურაო აუზები”, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. 


მისი თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს ახალ ინიციატივებს, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ახალი დანიშნულების ადგილებს შექმნის.


„ახალ პროექტებს შორის არის ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული ტურისტული ინფრასტრუქტური მოწესრიგება, ახალი ურბანული განახლების პროექტები, რომელიც არა მხოლოდ მცირე ტურისტულ ინფრასტრუქტურას მოიცავს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს როგორიც არის აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი, ველისციხის ურბანული განახლება, თელავის ცენტრის რეაბილიტაცია, ბაკურიანი და მრავალი სხვა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად მნიშვნელოვანია დაიწყოს და გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც უწყების გრძელვადიანი გეგმების ნაწილია.



„საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ აღვადგინეთ ტრადიციული შეხვედრები და ჩვენ გვქონდა საშუალება კონტრაქტორებისთვის გაგვეცნო პროექტების დაწყებასთან და მათ სატენდერო შეთავაზებებთან დაკავშირებული უახლოესი რამდენიმე თვის გეგმები. ასეთი თანამშრომლობა და ინფრომაციის წინასწარ მიწოდება მათ საშუალებას აძლევთ უკეთ მოემზადონ ტენდერებისთვის, უკეთ გადაანაწილონ თავიანთი რესურსები, იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები. ეს კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, უფრო წარმატებული კონტრაქტორები ვიხილოთ, სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ ესა თუ ის პროექტი“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციაა სამშენებლო კომპანიებს მიაწოდა.


ფონდის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრქუტურულ პროექტებს შორისაა სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა, ოზურგეთისა და ბახმაროს სკვერების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია ლაღამის უბნის, თელავის, ველისციხის, ბაკურიანის და აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up