მაია ცქიტიშვილი - განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაგრძელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტები

მაია ცქიტიშვილი - განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გაგრძელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტები

access_time2020-12-21 12:20:26

რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტრო კვლავ განაგრძობს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტებს - ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 



მაია ცქიტიშვილის თქმით, 2021 წელს გაგრძელდება აბასთუმნის, ბაკურიანის, მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის კოშკების აღდგენა-განახლების პროექტები, ურბანულად განახლდება თელავისა და ველისციხის ცენტრები, გაგრძელდება კობისა და თრუსოს ხეობის განვითარების და დუშეთის, გორის და სხვა დასახლებების ურბანული განახლების პროექტები.



მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავების საფუძველზე დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.




ასევე დასრულდება მცხეთის, სტეფანწმინდას და გრიგოლეთის გენ-გეგმები, ქუთაისის გენგეგმის კონცეფცია, რაც ამ დასახლებების გეგმაზომიერ და კომპლექსურ განვითარებას დაეხმარება.



„მოწესრიგდება და განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც. მოეწყობა როშკა-არხოტის, ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, დასრულდება ყაზბეგის მუზეუმისა და ბორჯომის კავალერიის მუზეუმის რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მრავალი სხვა მსგავსი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას, ახალი ტურისტული ლოკაციების თუ მარშრუტების ჩამოყალიბებას და ამ გზით რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების და შემოსავლების მიღების ახალი შესაძლებელობების შექმნას“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



მან აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, აუცილებელია ტურისტული ცენტრების მართვის ახლებული მეთოდების დანერგვა, რისთვისაც შესაბამისი საკანონმებლო საფუძველი უკვე შექმნილია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up