მაია ცქიტიშვილი - ერთობლივი მუშაობის შედეგად რაჭაში პრაქტიკულად ყველა სოფელთან აღდგა გზა, ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა

მაია ცქიტიშვილი - ერთობლივი მუშაობის შედეგად რაჭაში პრაქტიკულად ყველა სოფელთან აღდგა გზა, ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა

access_time2020-08-07 12:10:00

რაჭა არის ის მაგალითი, სადაც ერთობლივი მუშაობით შევძელით სტიქიიდან დაახხლოებით 10 დღის შემდეგ პრაქტიკულად ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 5 სოფელთან, დასახელებული ერთთვიანი ვადის ნაცვლად, მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი კაპიტალური აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.



„ამასთან ერთად, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური მუშაობა გასწიეს ჩვენი სამინისტროს კონტრაქტორმა კომპანიებმა. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ურთულეს მონაკვეთზე ენერგო პროს და მაგთის თანამშრომლებთან ერთად და შედეგად, გზებთან ერთად, მოკლე ვადებში აღადგა სოფლების ელექტრომომარაგება და მობილური კავშირგაბმულობა“-, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოშიც მონაწილეობენ.




„რაჭაში 700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.



მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სტიქიის მართვის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საგანგებო სამსახურებმა.



„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული წარმოუდგენელ შორმას ასრულებდნენ 24 საათიან რეჟიმში. 2 მოქალაქეს, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, მაშველების ჯგუფმა 10 კილომეტრის მანძილზე ფეხით მიაწოდა წამალი“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით, რაჭაში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების დასრულებას, გარკვეული პერიოდი კიდევ დასჭირდება.








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up