მაია ცქიტიშვილი- ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით

მაია ცქიტიშვილი- ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით

access_time2020-04-03 15:43:52

,,ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გადავადებას იყო მთავრობის, ბანკების და ამ ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივა და ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნებოდა“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიკროსაფინანსოების ნაწილის მხრიდან შეღავათების დაწესებაზე უარის შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.


მისი თქმით, მთავრობას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაიაზრონ არსებული ვითარება და იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა.


,,ეს ორგანიზაციებიც, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე ვატარებთ უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას. მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ან დაკარგავენ შემოსავალს ან დაზიანდნენ ამ გლობალური პანდემიის შედეგად, რა თქმა უნდა ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რომ ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება. ამ დროს სხვა ადამიანის გასაჭირზე ფულის კეთება არის ყველაზე ცუდი რამ რაც ამ ორგანიზაციებმა შეიძლება გააკეთონ. რა თქმა უნდა ყველა იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ და ზეგ გახდებიან თქვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა ესმოდეთ რომ ეს არის მათი კლიენტურა და იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ამ ადამიანებს, მომავალში ისინი აირჩევენ სხვა უფრო საიმედო, სანდო ან უფრო პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასე რომ ამ ორგანიზაციებს შესაძლოა მომავალში რეპუტაციური რისკებიც კი ჰქონდეთ. ამიტომ ყველამ ერთად გავიაზროთ რომ, ვართ საკმაოდ რთულ ვითარებაში, ეს არ არის ჩვეულებრივი კრიზისი, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, ბიზნეს- საქმიანობაც და ძალიან ბევრი ახალი გამოწვევის და გლობალური ცვლილების წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.






„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up