მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებდნენ გამართულად და აკეთებდნენ თავის საქმეს

მაია ცქიტიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებდნენ გამართულად და აკეთებდნენ თავის საქმეს

access_time2020-03-20 21:15:31

ჩვენ, ყველა უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ყველა საჯარო სამსახური მუშაობდეს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახურიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ჩვენი საერთო სახელმწიფო მოწყობის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტვ პირველისა და მთავარი არხისთვის ინკასოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.


მაია ცქიტიშვილის თქმით, როდესაც საუბარია იმ ვითარებაზე, რა ვითარებაშიც ვიმყოფებით, მაშინ, როდესაც მთავრობა აწესებთ ამა თუ იმ შეზღუდვას ბიზნესის საქმიანობაზე, ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ განსაკუთრებით ამ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მთლიანობაში სახელმწიფო აპარატი და სახელმწიფო, ფუნქციონირებდეს გამართულად.


„როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომუნალური სამსახურების, ტრანსპორტის და ყველა სხვა სექტორის აუცილებელი, დენის ,გაზის, ინტერნეტის, მობილური კავშირის ფუნქციონირება, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად მთელი ის ინსტიტუციური და სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებდნენ გამართულად და აკეთებდნენ თავის საქმეს.


ამ ნაწილშიც, რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახური ფუნქციონირებს გამართულად და ეს უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტელევიზიებს აქვთ აბსოლუტურად იგივე ადგილი იმ ეკონომიკის სექტორში, როგორც ყველა დანარჩენ ბიზნეს სუბიექტს.


„ჩემი შეფასება არის ის, რომ ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება. მიიღო ის ეკონომიკური პაკეტი, რომელიც ჩვენ სულ ერთი კვირის წინ შევთავაზეთ ბიზნესს. იცით, რომ ტურისტულ ბიზნესს, სატრანსპორტო და შესაბამისად თითოეულ იმ სექტორს და ეს ეხებოდა, თუ არ ვცდები 18 000 ბიზნეს სუბიექტს, ძალიან დიდი პაკეტი იყო იმ ორგანიზაციების, ვისაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი კვირის წინ შევთავაზეთ ბიზნესს, როგორც საკომპენსაციო პაკეტი, ასევე ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი ზომები.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ამ პაკეტში არ იყო უშუალოდ. ძალიან ბევრი სხვა ჩვენი ბიზნესი არის ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, დაზარალებული და დაზიანებული, ზოგადად ეკონომიკის ამ მდგომარეობის გათვალისწინებით", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ მთავრობამ უნდა შესთავაზოთ კიდევ დამატებით სექტორებს, დამატებითი საკომპენსაციო ან სტიმულის ზომები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up