მაია ცქიტიშვილი - დახმარების ყველა პაკეტი გათვლილია ორივე სეგმენტზე - მოქალაქესა და ბიზნესზე

მაია ცქიტიშვილი - დახმარების ყველა პაკეტი გათვლილია ორივე სეგმენტზე - მოქალაქესა და ბიზნესზე

access_time2020-05-28 11:40:57

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლიდან ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი შეაფასა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების დღიდან მიმართა, ესაა - კომუნალური გადასახადების დაფარვა, ბანკებთან შეთანხმებით სესხების გადავადება და სხვა.


„ახლა უკვე შემდგომი სამი თვის განმავლობაში გვაქვს შეთანხმება ბანკებთან, რომ ფიზიკურ პირებს კვლავ შესთავაზებენ სესხების გადავადებას. პირველ ეტაპზე, 600 000 - მა ფიზიკურმა და 7 500 - მა იურიდიულმა პირმა ისარგებლა ამ პაკეტით. მეორე ეტაპზე, მოქალაქეთა დახმარების ნაწილში, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 350 000 პირს მიეცემა 1200 ლარიანი პაკეტი, რაც ხელფასის დაკარგვის კომპენსაციაა. ამ კუთხით უკვე 60 000 პირია დარეგისტრირებული და ეს არის მხოლოდ პირველი ნაკადი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, ამას ხედავს შემოსავლების სამსახური. საშემოსავლო დეკლარაციები ბარდება 15 რიცხვისთვის და ჩვენ დავინახეთ, რომ დაახლოებით 60 000 ადამიანმა აპრილში ვერ აიღო ხელფასი. შესაბამისად, ეს მონაცემები გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანხების გაცემას და ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, დღის წესრიგში დგას თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემაც და ასეთია ამ ეტაპზე 58 000 ადამიანი, რომლებიც დახმარებას შემდეგი კვირიდან მიიღებენ.


რაც შეეხება სექტორალურ პაკეტებს, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზებები უკვე გაკეთდა ფერმერებისა და ტურიზმის სექტორისთვის, ახლო მომავალში კი მსგავს ინიციატივებს მოისმენენ სამშენებლო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.
„ჩვენი ყველა პაკეტი ემსახურება ორივე სეგმენტს - მოქალაქეზეც არის ორიენტირებული და გათვლილია ბიზნესზეც, რომელიც ამ სფეროშია ჩართული. შთამბეჭდავი პაკეტი იქნება დეველოპმენტის შემთხვევაში, რადგან ეს არის სფერო, სადაც დასაქმებულია ათასობით ადმიანი, ისევე როგორც - სამედიცინო სექტორში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up