მაია ცქიტიშვილი - დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე და ეს არის ის, რაც ყველას გვადარდებს

მაია ცქიტიშვილი - დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე და ეს არის ის, რაც ყველას გვადარდებს

access_time2019-06-12 13:49:03

„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტია. ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება, მათ შორის იმ გადავადებების სახით, რომელიც საჭირო იყო ინვესტორისთვის, რათა მას მოეძიებინა ან მოეზიდა საკუთარი დაფინანსება,“ - განაცხადა ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე საუბრისას. ამის შესახებ „კომერსანტს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.



,,ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 21 მაისს შედგა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან განვაცხადეთ, რომ 15 ივნისი, ვადა რომელიც იყო ბოლო გადავადებით განსაზღვრული დაფინანსების მოსაპოვებლად, არ იყო საკმარისი საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შესაბამისად, ჩვენ ამ შეხვედრაზევე შევთანხმდით ბანკებთან და კონსორციუმთან, რომ ისინი წარადგენდნენ მათთვის სასურველ ვადას მათი ხედვით, რომელიც საჭირო იყო ყველა ფორმალობის დასასრულებლად. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს თავისი შიდა პროცედურებიც აქვთ, შესაბამისად, ჩვენ კონსორციუმიდან მივიღეთ წინა კვირას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ეს სასურველი ვადა იქნებოდა 6 თვე “-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ეს ცვლილება მოითხოვს მთავრობასთან შეთანხმებას, რაზეც უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ. რაც შეეხება შეკითხვას - მომავალში საჭირო იქნება თუ არა ფინანსური დახურვის კიდევ გადავადება, მაია ცქიტიშვილი უპასუხა, რომ ყველას საერთო იმედია რომ ეს აღარ იქნება საჭირო.




,,პორტის მშენებლობის ვადა არის დადგენილი ხელშეკრულებით 2020 წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, არავისთვის არ არის სასურველი გადავადება. ახლა რა გადავადებაზეც ვსაუბრობთ, ამაზეც კიდევ გვექნება საუბარი კონსორციუმთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ბუნებრივია, დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე და ეს არის ის, რაც ყველას ერთად გვადარდებს. ამასთან, კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ საკუთარი კაპიტალი, რომელზეც მას აქვს სამუშაო. ეს არის უკვე ის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არ არის ჩართული. ბუნებრივია, იმედი გვაქვს რომ კონსორციუმი ამ მიმართულებით თავისი ვალდებულების შესრულებასაც შეძლებს და ჩვენი მხრიდან, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, პრაქტიკულად ყველა იმსურვილსა და მოთხოვნაზე, რომელიც ბანკებს ჰქონდათ, დავთანხმდით. ახლა იურისტების ჩართულობით მიმდინარეობს პროცესი, ხდება დოკუმენტების გაცვლა, ფორმულირებებზე შეჯერება და ა.შ. იმედი გვაქვს რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კვლავ გაიმართება შეხვედრა, რათა შევჯერდეთ ფორმულირებებზე,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.






საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
access_time2020-08-04 12:10:05
საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს...

„თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია“ - თედო ისაკაძე

„თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია“ - თედო ისაკაძე
access_time2020-08-04 11:10:59
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის გამზირის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „კამათს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი მოქალაქის შეუვალი უფლებაა გამოთქვას აზრი, მათ შორის კრიტიკული, ნებისმიერ საკითხზე, მითუფრო თემაზე, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, თუმცა... დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ახალი...

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
access_time2020-08-04 09:25:35
დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს - Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს.სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ. შესყიდვა ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ, ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე.უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი...

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up