მაია ცქიტიშვილი: ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები და დახურული ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი: ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები და დახურული ინფორმაცია

access_time2018-09-25 18:30:57

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.


მინისტრი კომპანიების წარომადგენლებს მინისტრის პირველი მოადგილესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ხვდება და მათ დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ აწვდიან.


ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა.



,,ასეთი ფორმატის შეხვედრები არის უკვე პრაქტიკა, რომელიც სამინისტროში დავნერგეთ. ჩვენ წინასწარ ვაწვდით კომპანიებს ინფორმაციას იმ ტენდერების თაობაზე, რომლის გამოცხადებასაც ვგეგმავთ. ამჯერად, ეს შეხვედრა საგზაო დეპარტამენტის მიერ არის ინიცირებული, თუმცა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საქვეუწყებოებიც იგივე პრაქტიკას მისდევენ. წინასწარ მიწვდილი ინფორმაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს უკეთ მოემზადონ და დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. ტენდერები გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ თანაბარ წვდომას ყველა დაინტერესებული პირისთვის. ჩვენთვის არ არსებობს დახურული ტენდერები, დახურული ინფორმაცია, გვინდა რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ და უზრუნველვყოთ უფრო აქტიური ჩართულობა ჩვენი კომპანიების მხრიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მან ასევე გამოყო რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებზეც ტენდერი უნდა გამოცხადდეს.


,,ამ პაკეტში, რომელსაც ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ არის, დაახლოებით, 186 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, ეს საორიენტაციო თანხაა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ ტენდერის შედეგად დაიკლებს. გამოვყოფდი რამდენიმე საკმაოდ საინტერესო ტენდერს: ეს არის ბარისახო-შატილის დამაკავშირებელი 55 კმ-იანი გზა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის 2 ლოტი, რომლის საერთო სიგრძე 8.5 კმ-ია. ამ მიმართულებებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კომფორტულ გადაადგილებას და რეგიონების განვითარებას. ასევე, რეაბილიტირდება ოკაცეს კანიონთან მისასვლელი- გორდი-ძეძილეთის დამაკავშირებელი გზა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ისეთ მონაკვეთებსაც, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.







ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up