მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა

მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა

access_time2020-09-02 22:30:10

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოში განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 140 ოჯახისთვის 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი ტკივილი, ბევრი რთული დღე გადაიტანეთ. ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ პრობლემები და ვიზრუნოთ თქვენთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაზე. საბინაო საკითხთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია განათლებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ გაძლიერდეთ და მაშინ როდესაც შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას, ყველანი უნდა დაუბრუნდეთ თქვენს სახლებს, ეს არის მთავარი ამოცანა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე მეორე წელია ახორციელებს 150 მილიონი ლარის ოდენობის პროგრამას, რომელიც დევნილებისთვის 2240 ახალი ბინის მშენებლობას გულისხმობს.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულდა სახლების მშენებლობა მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის და ზუგდიდში 360 ოჯახისთვის. დამატებით, ზუგდიდში 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს 600 ოჯახისთვის, რაც მომავალ წელს დასრულდება.



ასევე მომავალ წელს დასრულდება წყალტუბოში 6 კორპუსის მშენებლობა, სადაც 420 ოჯახი შესახლდება, ქუთაისში კი 2021-22 წლებში საკუთრებაში ბინა 800 ოჯახს გადაეცემა.



საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან ერთად, პროექტები ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების დამონტაჟებას, ავტოსადგომების და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნების მოწყობას.



საცხოვრებელი ბინები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.



კორპუსების მშენებლობების პარალელურად, 4 მუნიციპალიტეტში - კასპში, ქარელში, გორსა და მცხეთაში, დევნილთა დასახლებებში, მოწესრიგდა 23 კმ შიდა გზები, ხურვალეთსა და გუგუტიანთკარში კი - წყალმომარაგების სისტემები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up