მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა სტიქიის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა

მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანაა სტიქიის ზონაში მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა

access_time2020-07-31 13:05:10

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ნაკიეთში და ლაგვანთის ხიდთან სტიქიის მიერ დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალურად მოწყობილი ბოგირების მეშვეობით სურსათი უკვე მიეწოდა სოფლების - მუჟარეთისა და ხიდეშლების მოსახლეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები აგრძელებენ სხვა სოფლებში როგორც სურსათის მიწოდებას, ისე სოფლებიდან გამოსვლის მსურველი მოსახლეობის გამოყვანას.


სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


„გეოლოგებმა დილითვე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და დამამშვიდებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის არსად დაგუბებები. ეს ნიშნავს იმას, რომ წყალმოვარდნებს ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ. საპროექტო ჯგუფები იმყოფებიან დიდ და პატარა ღებში, სადაც სპეციალისტები დარჩებიან რამდენიმე დღე იმისთვის, რომ მოხდეს დეტალური აღრიცხვა, შესწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტება. მოსალოდნელზე ადრე მოხერხდა კიდევ ორ სოფელთან შემოვლითი გზების საშუალებით კავშირის აღდგენა და ამ ეტაპზე გვრჩება 5 სოფელი, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს. აქტიურად გრძელდება მუშაობა მდინარის კალაპოტის შესაცვლელად, რის შედეგადაც იქ, სადაც გუშინ სრულიად იყო ჩაწყვეტილი გზა, დღეს უკვე დროებითი გადასასვლელი არის მოწყობილი და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ტექნიკა შემდგომ მონაკვეთამდე გადასვლას შეძლებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შენარჩუნებულია მუდმივი კავშირი და საჭიროების შესაბამისად, ყველას ოპერატიულად მიეწოდება სურსათი და მედიკამენტები.


„ვიდრე აღდგება მოძრავი მაღაზიები, რომელსაც უზრუნველვყოფთ ვერტმფრენების საშუალებით, მანამდე ყველას მოვამარაგებთ პირველადი სასურსათო კალათით. იმ ხუთ  დასახლებაში, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს, დღეში ორჯერ ვერტმფრენი რეისებს შეასრულებს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ სოფლებში ხვალიდან მუდმივად იქნება სოფლის ექიმი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა


რაც შეეხება ენერგომომარაგებას, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გუშინ 10 დასახლებაში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დღეს დამატებით ჩაირთვება უწერა და გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებშიც, დაზიანებული ხაზების აღდგენაზე, უკვე მუშაობენ სპეციალისტები.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up