ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობითვე, მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე პირველ ვიცე-პრემიერად წარადგინა.
„ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის, ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ გუნდს აერთიანებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.