მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი

მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი

access_time2020-06-19 10:40:07

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს. ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის მონასტერთან ხშირად იქმნებოდა საცობი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებენ ისარგებლონ ორდონიანი ავტოსადგომით, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.



აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანის პარკის გამწვანება-კეთილმოწყობის სამუშაოებიც. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, განათების ბოძები და საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყობა მწვანე საფარი. პროექტის ფარგლებში, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, სპორტული მოედანი, ფანჩატური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საზაფხულო კინოთეატრს, ამფითეატრს, პერგოლას. გურჯაანის პარკის ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გარე განათების, სანიტარული კვანძების, წყალმომარაგების, კანალიზაციის და კეთილმოწყობის სამუშაოები. პარკის ტერიტორია შემოიღობება და მოეწყობა დეკორატიული კუთხე.




ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ თითოეულ რეგიონში იყოს უზრუნველყოფილი ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.



„ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც მიმართულია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ერთ-ერთი მაგალითია გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია. ეს არის ისტორიული პარკი, რომელიც ცნობილი იყო როგორც სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ადგილი და შესაბამისად მისი აღდგენა და ძველი ფუნქციის დაბრუნება ხელს შეუწყობს, როგორც გურჯანის მოსახლეობისთვის კომფორტული პირობების შექმნას, ასევე გურჯაანისთვის იმ ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას რომელიც დაეხმარება ქალაქს დამატებით ტურისტების მოზიდვაში. გარდა ამისა ჩვენ ტრადიციულად ვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა კულტურულ ძეგლებთან, შესაბამისად, ბოდბესთანაც ვაწყობთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას- პარკინგს, ვიზიტორთა ცენტრს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია წყალგაყვანილიბის სისტემის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მნიშვნელოვანი პროექტია გურჯაანის შემოვლითი გზა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოა და უკვე წელს გვექნება უსაფრთხო და სწრაფი გზა მგზავრობისთვის, ეს მისცემს დამთვალიერებლებს საშუალებას მეტი ლოკაცია მოინახულონ ტურისტული მარშრუტის გავლისას და შესაბამისად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამინისტრო ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე სოფლებში გზის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-12 21:00:08
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში...

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...


მსგავსი სიახლეები

up