მაია ცქიტიშვილი-  „ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი რომელსაც ვაშენებთ“

მაია ცქიტიშვილი- „ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი რომელსაც ვაშენებთ“

access_time2020-02-26 15:27:20

ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი ფაქტორი და ამ თვალსაზრისით გამოვყოფდი საგზაო ინფრასტრუქტურას, იმ საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, მათ შორის 140 კმ საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა, საიდანაც 70 კმ გზის მშენებლობა დასრულდება 2020 წელს, რაც ხელშესახები იქნება არა მარტო საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, არამედ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოს როლზე გლობალურ ეკონომიკაში საუბრისას განაცხადა.


მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დაახლოებით 5 მლრდ დოლარის ინვესტიცია იგეგმება საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობისთვის. მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საერთაშორისო მაგისტრალებით მიმავალი სატრანზიტო ნაკადების დაკავშირება ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო კავშირებიც.


ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა რომ მთავრობა ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ დამატებითი კავშირებით მეზობელ ქვეყნებთან ინფრასტრუქტურის განვითარება იქცეს ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობად. ევროკავშირის ქვეყნებთან დამყარდეს სამგზავრო, სატვირთო გადაზიდვები, საბორნე მიმოსვლა, ასევე გვქონდეს შეღავათიანი ტარიფები და გამართული პროცედურები.


,, ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი რომელსაც ვაშენებთ. ამასთან, ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და სწრაფი, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობასაც სხვადასხვა მოცულობების ტვირთებისთვის. ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ვახსენებ ანაკლიის პორტს, ასევე სხვა პორტებსაც, რომელთა გეგმებიც არსებობს, ბუნებრივია არა მხოლოდ საგზაო, არამედ ასეთი ტიპის კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი, რომ ჩვენი გზებით მომავალ ტვირთებს ჰქონდეთ გასასვლელი ევროპაში და სხვა პარტნიორებთან.“


ვიცე-პრემიერმა, ასევე ისაუბრა ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.



,,ჩვენი ადგილმდებარეობა უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის განვითრებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის რათა დააფუძნონ ის სერვისები, განავითარონ ეკონომიკის ის დარგები, რომელიც უშუალოდ ეხება ამ ტიპის სავაჭრო სატრანზიტო ტვირთების ან ვაჭრობის მომსახურებას, როგორიც არის ლოგისტიკა, სხვადასხვა ტიპის სერვისები და ერთობლივი წარმოებები ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან და ინვესტორებთან.


ჩვენი სამინისტრო უზრუნველყოფს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რასაც მოაქვს შემდგომში განვითარება და შესაძლებლობები, როგორც ჩვენი ბიზნესისთვის ასევე უცხოური ინვესტიციებისთის და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“
-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up