მაია ცქიტიშვილი - ბიზნესთან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს

მაია ცქიტიშვილი - ბიზნესთან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს

access_time2021-01-27 12:40:00

ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ უფრო დაგვაახლოებს, გაგვაერთიანებს და საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს. სწორედ ამას ემსახურება ის შეხვედრები, რომელიც ტარდება ეკონომიკის სამინისტროში, ბიზნესომბუდსმენის , ტურიზმის ადმინისტრაციის, შრომის ინსპექციის მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ერთად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



პირველი ვიცე–პრემიერის თქმით, მთავრობის წარმომადგენლების ბიზნესთან შეხვედრა ქვეყანაში ეკონომიკური ზიანის შემცირებას და პანდემიის შედეგების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურებოდა.



„შეხვედრა ნამდვილად იყო ძალიან ემოციურიც, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის ბიზნესისა და თითოეული დარგის წარმომადგენლის პრობლემები. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ხელისუფლება, ბიზნესი და ჩვენი მოქალაქეები ასეთი ტიპის გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ გვიწევს გამკლავება ამ ძალიან რთულ, როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ გარემოებებთან და ნამდვილად აქტიურად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას ბიზნესთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. გავერთიანდეთ პანდემიის წინააღმდეგ ,მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს მიადგა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკა და ქვეყანა მოემზადოს მომავალი ტურისტული სეზონისთვის.








ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ბაიდენის პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
access_time2021-03-03 20:15:55
        აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამლვის და დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილების საფუძველი ამერიკის დაზვერვის სამსახურების დასკვნა გახდა, რომლის თანახმადაც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურებმა ნავალნის წინაამღდეგ უკვე საყოველთაოდ ცნობილი მომწამლველი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს. პირველ რიგში პერსონალური სანქციები 7 რუსი მაღალჩინოსნის -...

“არემჯის“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება

“არემჯის“ და საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  შორის- წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება
access_time2021-03-03 18:00:37
კომპანია „არემჯის“  აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეულ რექტორ  დავით გურგენიძესთან გაცნობითი სახის  შეხვედრა გამართა. მხარეებმა 3 წლიანი თანამშრომლობის შედეგები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც კომპანიის მხრიდან სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს. 2017 წელს „არემჯისა“ და...

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება

WIZZAIR ფრენების აღდგენაზე: უპასუხისმგებლობა იქნება რომელიმე კონკრეტული მიმართულების დასახელება
access_time2021-03-03 19:00:25
ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებებით აღადგენს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან WizzAir-ი. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო განმარტავს, ეს ფრენების განახლების შემდეგ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.     „უპასუხისმგებლობა იქნება ახლა რომელიმე კონკრეტული მიმართულება რომ დავასახელო. ვნახოთ, როდის აღვადგენთ ფრენებს და რა შეზღუდვები იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში ამ...

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა

Mastercard-ისა და Carrefour-ის, სოციალური კამპანია დასრულდა - SOS ბავშვთა სოფლის 100 ბენეფიციარს საჩუქრები უკვე გადაეცა
access_time2021-03-03 15:00:33
      გასულ თვეში, Mastercard-მა და Carrefour-მა ახალ სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც, COVID-19-ის კიდევ ერთ გამოწვევასთან, ონლაინ სწავლებასთან გამკლავებას გულისხმობდა, ხოლო, მეორე მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით, ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტიდან მოყოლებული, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სკოლები და უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების მეთოდით სარგებლობდნენ. სიტუაცია...

სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...


მსგავსი სიახლეები

up