მაია ცქიტიშვილი - „ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების 95%-ზე მეტ შემთხვევაში კონტრაქტორად  ქართული კომპანიები გვყავს“

მაია ცქიტიშვილი - „ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების 95%-ზე მეტ შემთხვევაში კონტრაქტორად ქართული კომპანიები გვყავს“

access_time2019-09-06 10:12:00

„თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო მაგისტრალებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, აქგვაქვს განსხვავებული მოთხოვნები კომპანიების გამოცდილებასთან დაკავშირებით. უშუალოდ პროექტის მასშტაბი მოითხოვს გამოცდილი კომპანიის შემოყვანას კონკურსში და შესაბამისად აქ ვერ ახერხებენ მონაწილეობას, რადგან სამწუხაროდ ქართულ კომპანიებს ჯერ არ აქვთ სათანადო გამოცდილება, ტექნიკური თუ ფინანსური რესური ასეთი პროექტის განხორციელებისთვის. თუმცა, ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების 95%-ზემეტ შემთხვევაში კონტრაქტორად გვყავს ქართული კომპანიები და ეს კომპანიები მუშაოებენ რეგიონებშიც, მცირე პროექტებზეც“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების პასუხად. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრობის კანდიდატმა გაიხსენა ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტი და განმარტა, რომ მაშინ, როდესაც პროექტი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სამინისტრომ სატენდერო დოკუმენტაცია დაყო რამდენიმე ლოტად სწორედ იმისთვის, რომ ქართული კომპანიებს მისცემოდათ კონკურსში მონაწილეობის საშუალება. შესაბამისად, დღეს ამ პროექტზე ოთხი ლოტიდან სამ ლოტზე ქართული კომპანია ძალიან წარმატებით მუშაობს.



„ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, განსაკურებით მცირე პროექტებზე, ახალი კომპანიების შესვლას. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 800-მდე სამშენებლო კომპანია მოქმედებსდა აქედან დაახლოებით 300 კომპანია წელს პირველად შევიდა რეგიონებში,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




მან ასევე აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტებზე დღეს დასაქმებულია დაახლოებით 9000 ადამიანი, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე, აგვისტოს მონაცემებით, 800 სამშენებლო კომპანიას დაახლოებით 15000 ადამიანი, უმთავრესად ადგილობრივი მოსახლეობა, ჰყავს დასაქმებული.








ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up