მაია ცქიტიშვილი - აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტისადმი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს

მაია ცქიტიშვილი - აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტისადმი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს

access_time2019-06-12 13:30:30

აშშ-ს მხრიდან ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტქრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.


როგორც მინისტრი აცხადებს, სახელმწიფოს უპრეცენდენტო მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მიმართ, სხვა ფაქტორებთან ერთად პროექტში ამერიკული კომპანიის მონაწილეობაც განსაზღვრავს.


„ძალიან მახარებს ის, რომ აშშ-ს ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს იმ განვითარების მიმართულებას, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს და აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება აშშ-ს მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური განზომილება აქვს, არამედ აქვს უსაფრთხოების განზომილება. იცით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფუძნებელი არის ამერიკული კომპანია და სწორედ ეს ფაქტორი, რომ კონსორციუმის წევრი არის როგორც, ქართული, ისე ამერიკული კომპანია, ასევე პორტის მნიშვნელობა, იქ და ისეთი სახით, რა სახითაც იგეგმება, განსაზძღვრავს სახელმწიფოს მხრიდან ასეთ უპრეცენდენტო მხარდაჭერას,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.



მისივე თქმით, მისი დღევანდელი განცხადება, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს მაიკ პომპეოს განცხადებას არ უკავშირდება.


„ჩემი დღევანდელი კომენტარი არანაირად არ უკავშიდება მაიკ პომპეოს განცხადებას. გადავადება ის პროცესია, რომელშიც ვიმყოფებით არათუ 21 მაისიდან, არამედ 2018 წლის დეკემბრიდან, როდესაც საფინანსო ინსიტუტებისგან მივიღეტ მოთხოვნები კონტრაქტში ცვლილებებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ „პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.







საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up