მაია ცქიტიშვილი - არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის, მაგრამ ჩაწყვეტილი გზების რამდენიმე მონაკვეთთან ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ

მაია ცქიტიშვილი - არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის, მაგრამ ჩაწყვეტილი გზების რამდენიმე მონაკვეთთან ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ

access_time2020-07-30 16:55:18

ორდღიანი სამუშაოების შედეგად, დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით, ოთხ სოფელთან უკვე აღვადგინეთ  კავშირი, ორშაბათისთვის ვგეგმავთ დამატებით ორ სოფელთან აღდგეს მიმოსვლა. სამწუხაროდ, გვრჩება რამდენიმე სოფელი, ეს არის დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოვა და ჭიორა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის და არც კონტრაქტორების, ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთებამდე ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებულ ზონაში იმყოფება.

„ინტენსიური სამუშაოების შედეგად ავარიულ რეჟიმში შევძელით ონის წყალმომარაგების აღდგენა. ბუნებრივია, გზებზე ჩაწყვეტილი მონაკვეთების რეაბილიტაციის შემდეგ, შეუფერხებლად მოხდება წყლის მიწოდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ვერტმფრენებით ვემსახურებით ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. პარალელურად, მუშაობენ სპეციალისტები და გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გადაწყდება რამდენიმე სახლის საკითხი, რომელთა სიახლოვეს წყლის ნაკადი გადის. შესაძლოა საჭირო იყოს ამ სახლების გამაგრება ან რამდენიმე ოჯახის გასახლება სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარაუდით, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას, მანამდე კი მუშაობა გაგრძელდება ყველგან, სადაც შიდა საუბნო გზებისა და წყალგაყვანილობის სიტემების რეაბილიტაციაა საჭირო.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up