მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტს ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების განზომილებაც აქვს, ამიტომ პრიორიტეტულია დასავლური პარტნიორის ყოლა

მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტს ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების განზომილებაც აქვს, ამიტომ პრიორიტეტულია დასავლური პარტნიორის ყოლა

access_time2020-01-09 12:53:47

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტში პრიორიტეტულია დასავლური პარტნიორის ყოლა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 



„ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო და ძალიან მიმზიდველი იყო უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამერიკული კომპანიის წილის ფლობა, რაც გამარჯვებულად გამოვლენის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ინვესტორის ყოლა განსაზღვრავს პროექტის არა მხოლოდ ეკონომიკურ წარმატებას, არამედ უსაფრთხოების კომპონენტის სრულად გამოყენებას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გარდა სხვა ინვესტორთან ჩვენ დღემდე არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. მხოლოდ ამ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურების შედეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 2014 წელს, მას შემდეგ გავიდა 5 წელი და ბევრი ცვლილება შევიდა საინვესტიციო ხელშეკრულებაში, მათ შორისაა ის დათმობები, რაზეც სახელმწიფო წავიდა ამ პროცესში, ასევე, ის ცვლილება, რაზეც ბანკებთან ვართ შეთანხმებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ახალი საინვესტიციო პაკეტის მომზადება, რასაც ალბათ, რამდენიმე თვე დასჭირდება, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.




შეკითხვაზე - შეიძლება თუ არა ანაკლიის პროექტში ვიხილოთ რუსული ინვესტიცია, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია საქართველოს მთავრობას ჰყავდეს ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს ეკონომიკურთან ერთად უსაფრთხოების განზომილებაც აქვს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up