ანაკლიის კონსორციუმს“ პორტის პროექტის შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაახლოებით $100 მილიონი დაეკისრება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის დაფინანსების მოზიდვაში „ანაკლიის კონსორციუმს 2017 წლიდან ჰქონდა. ბოლო ვადა 2019 წლის ბოლოს ამოიწურა. სახელმწიფო მხარს უჭერდა კონსორციუმს. სახელმწოფომ ამისთვის 100 მილიონი გაიღო და საჯარიმო სანქციებიც აპატია.
რაც შეეხება, არბოტრაჟს, ცქიტიშვილის განცხადებით, საარბიტრაჟო დავის წამოწყება, არის „ანაკლიის კონსორციუმის“ უფლება:
„ამ დავას საფუძველი არ აქვს. ვფიქრობ რომ ამ დავაში სახელმწიფო აღმოჩნდება გამარჯვებული. თუმცა ეს დავა შესაძლოა დამატებითი დაბრკოლება იყოს მომავალი ინვესტორისთვის, რაც ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი. თუმცა ჩვენ დავიწყებთ ახალ ინტერესთა გამოხატვის მომზადებას. მას შემდეგ მაქსიმალურად ვიმუშავებთ დაინტერესებულ მხარეებთან“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
მისი თქმით ხელისუფლებას „ანაკლიის კონსორციუმის“ პარალელურად ამ დრომდე სხვა ინვესტორი არ მოუძებნია, თუმცა შერჩევისას ხელისუფლება უპირატესობას დასავლურ ინვესტიციებს მიანიჭებს:
„რაც დავასრულებთ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურებს, დავიწყებთ კონსულტაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბანკებთან, რომ პარტნიორი მოვძებნოთ. რაც შეეხება პრეფერენციას, ჩვენთვის მისასალმებელი იყო ამ პროექტში ამერიკული „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობა. თუმცა ეს ჯგუფი პროექტიდან 2018 წელს გავიდა. ჩვენთვის მისასალმებელი იქნება ამერიკული და დასავლური ინვესტიცია. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ეხება შავი ზღვის პორტს, ისეთ ინვესტორს შევარჩევთ, რომელიც ამ სტრატეგიულ პროექტში ეკონომიკური სიკეთის გარდა, უსაფრთხოების საკითხებს და პარამეტრებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს.
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღო.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება პროექტის განხორციელებისთვსი ახალი ინვესტორის მოძიებას დაიწყებს.
imedinews