მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

access_time2019-12-06 16:43:50

დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და პროექტზე ვიფიქროთ. ვეთანხმები სრულად, რომ პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური თამაშები გვერდზე გადავდოთ და რა თქმა უნდა, ვიფიქროთ ქვეყნის ინტერესებზე. შესაბამისად, ვაღიაროთ, რომ ვერ ახორციელებენ ამ პროექტს და მისცენ სახელმწიფოს საშუალება ყოველგვარი დავის გარეშე გადავიდეს პროექტის შესრულების შემდეგ ფაზაზე, - აღნიშნა დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების პასუხად. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანას სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და რაც შეიძლება მალე. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელებსაც არაერთხელ უთქვამთ რამდენად მნიშვნელოვანია არ გამოვტოვოთ ის მომენტი, როდესაც შავ ზღვაზე აქტიური კონკურენციაა პორტებს შორის და ამ დროს ჩვენ გვჭირდება, რომ ეს პორტი სწრაფად შევიყვანო ექსპლუატაციაში. ამ პირობებში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორი, ინვესტორი, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები, პირველ რიგში, დაფინანსების მოპოვებაში და შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელებაში და ეს გრძელდება ბოლო ორი წლის განმავლობაში. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ ყველანი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის სისრულეში მოყვანა, ორი წლის განმავლობაში კი უშედეგოდ ხდება გადავადება და ახლა, როდესაც ორწლიანი ვადა იწურება ამ თვის ბოლოს, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს არც ბანკებისგან 400 მილიონიანი სესხის მიღების, არც 120 მილიონის საკუთარი კაპიტალის მოზიდვის, ახალი ინვესტორის და შესაბამისად პორტის ოპერატორის შემოყვანის და ა.შ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




ვიცე-პრემიერის თქმით, კონკრეტულ ინვესტორთან ურთიერთობის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პროექტის ჩაშლას. რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოში შესაძლო დავას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სამწუხარო იქნება თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კონსორციუმი, რადგან ეს ნამდვილად შეაფერხებს პროექტის სწრაფად განხორციელებას.







თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან

თურქეთში უძრავი ქონების შესყიდვით რუსები, საქართველოში კი ისრაელის და ირანის მოქალაქეები ინტერესდებიან
access_time2020-01-21 11:30:55
რუსეთის მოქალაქეები თურქეთის უძრავი ქონების შემსყიდველთა რიგებში დაწინაურდნენ. ერაყისა და ირანის მოქალაქეებთან ერთად რუსეთი ამ მაჩვენებლით პირველ სამეულშია.  ამის შესახებ სააგენტო RBK თურქული სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს. 2019 წელს რუსებმა თურქეთში 2890 უძრავი ქონება შეიძინეს,  რაც 26 პროცენტით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. ამ მაჩვენებლით...


მსგავსი სიახლეები

up