მაია ცქიტიშვილი - ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში

მაია ცქიტიშვილი - ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში

access_time2019-10-16 12:40:31

ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ასეთ პროექტში, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტრორები მისასალმებელნი არიან ამ პროეტქში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტზე უარი თქმისკენ მოუწოდებდა და მიიჩნევდა, რომ შავ ზღვარი ამერიკელების ადგილი არ არის.


„როცა პირადად ჩემს მიმართ ისმის ბრალდებებები, რომ ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ თითქოს ოთახიდან გავაგდე ყაზახი ინვესტორი და ამავდროულად, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაზე, ასეთი ბრალდებები არათავსებადია, - ასე უპასუხა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას „უნდა იყვნენ თუ არა ამერიკელები შავ ზღვაში?“.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ 2017 წელს, ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას, ივანიშვილმა იკითხა „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?“


„ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი, ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, მივესლმებით ამერიკელი ინვესტორების არსებობას,“
- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კონსორციუმს აძლევს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებთან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.


„კომერსანტი“





ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up