მაია ცქიტიშვილი: ,,2023 წლამდე ექსპლოატაციაში შევა 327 კმ ახალი საერთაშორისო მაგისტრალი“

მაია ცქიტიშვილი: ,,2023 წლამდე ექსპლოატაციაში შევა 327 კმ ახალი საერთაშორისო მაგისტრალი“

access_time2019-01-29 11:30:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2023 წლამდე ეტაპობრივად ექსპლოატაციაში შევა 327 კმ ახალი საერთაშორისო მაგისტრალი, რაშიც 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.


„ამ მაგისტრალების ამოქმედება, საშუალებას მოგვცემს ავითვისოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის შესაძლებლობები, რასაც ჯერჯერობით სრულად ვერ ვიყენებთ“, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე -„საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, განაცხადა.


მინისტრმა ხაზი გაუსვა სამხრეთ-ჩრდილოეთის მაგისტრალის, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბისა და შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც მისი თქმით, კობი-გუდაურის გზის ალტერნატივა იქნება.


,,კობი-გუდაურის მონაკვეთი წლის განმავლობაში საშუალოდ 98 დღის განმავლობაში იკეტება, რაც ქვეყნის ეკონომიკას დღეში 1 მილიონის ზარალს აყენებს. გზის მშნებლობის შემდეგ ის ოპერირებადი იქნება წლის ოთხივე სეზონზე და თუ მის გავლას 1 საათს ვანდომებდით, ეს დრო 15 წუთამდე შემცირდება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის მაგისტრალებს, რეგიონული მნიშვნელობაც აქვს, რადგან მათი ექსპლოატაციაში შესვლა ახალ სიცოცხლეს შეიტანს, იმ რეგიონებში, სადაც ეს მაგისტრალები გადის.


„ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები რეგიონების განვითარებისთვის, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი პერსპექტივები. ეს მაგისტრალები საშუალებას მისცემს ამ რეგიონებს გახდნენ მსოფლიოს ეკონომიკის ნაწილი“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.


მინისტრის განცხადებით, მაგისტრალების ამოქმედების შემდეგ გაორმაგდება მათზე გადაადგილების სიჩქარე და გამტარუარიანობაც.


,,თუკი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მთლიანი მარშრუტის შესრულებას 8 საათი სჭირდება, გზების ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ 4 საათი დასჭირდება“, -დასძინა მინისტრმა.


bm.ge





საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up