მაია ცქიტიშვილი - 2020 წელს დაგეგმილი წყალმომარაგების 19 პროექტის დასრულების შედეგად 245 000 ბენეფიციარს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

მაია ცქიტიშვილი - 2020 წელს დაგეგმილი წყალმომარაგების 19 პროექტის დასრულების შედეგად 245 000 ბენეფიციარს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

access_time2020-03-06 13:12:13

ბოლო წლებში წყლის სექტორის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ძალიან ბევრ დასახლებაში პრობლემად რჩება 24-საათიანი წყალმომარაგება. სამწუხაროდ, სასმელი წყლის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბევრი მუნიციპალური ქსელი საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. ბევრია გასაკეთებელი წყლის ეფექტიანი სისტემების დასანერგად, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ვიცე-პრემიერის თქმით, გასულ წელს, მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის ინფრასტრუქტურის 276 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დააფინანსა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 60%-ით მეტია. მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს წყლის ინფრასტრუქტურის დასრულებული პროექტების შედეგად დამატებით 8220 ადამიანს აქვს წვდომა 24-საათიან ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ამასთან, პრაქტიკულად დასრულებულია ქუთაისის და ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტები.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 2020 წლის გეგმებზეც ისაუბრა.



„დასრულდება ჭიათურის, აბაშის, ანაკლიის, ჯვარის, აბასთუმნის, დაბა აგარის წყალმომარაგების უზრუნველყოფის სამუშაოები, ასევე - თელავის, ოზურგეთის და მრავალი სხვა დასახლებების წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტების კონკრეტული ეტაპები. წელს დაგეგმილია წყლის ინფრასტრუქტურის 19 პროექტის დასრულება, რის შედეგადაც კიდევ 245 000 ბენეფიციარს ექნება წვდომა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე. მინდა ცალკე აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, წლის ბოლოსთვის გამყოფი ხაზის კიდევ 26 სოფელში 20 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up