მაია ცქიტიშვილი - 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

მაია ცქიტიშვილი - 2019 წელი გზების რეაბილიტაციის თვალსაზრისით რეკორდულია

access_time2019-12-10 16:04:12

დღეს მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. პროფესიული დღე მეგზევეებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიულოცა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



„საგზაო პროექტები ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია და ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილიც სწორედ გზების პროექტებზე მოდის. წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში გამორჩეული წელი გვქონდა - დავასრულეთ 200 პროექტი, ეს არის 800 კილომეტრამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია და დაახლოებით 300 კილომეტრამდე გზის პერიოდული შეკეთება. წელს დავიწყეთ ძალიან ბევრი ისტორიული პროექტი, როგორიცაა, მაგალითად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი. საერთაშორისო მაგისტრალების მიმართულებით ვახორციელებთ 140 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობას და გაისად უკვე მოცულებებს გავზრდით 200 კმ-მდე, საიდანაც 70 კმ ახალი გზა ექსპლუატაციაში შევა. კერძოდ, ეს არის ქუთაისისა და ხაშურის შემოვლითი გზები, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის გარკვეული მონაკვეთი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.



ვიცე-პრემიერის თქმით, წლევანდელი შედეგები რეკორდულია და მხოლოდ რეაბილიტაციის ნაწილში წინა წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია გაკეთებული.




„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ისეთმა კომპანიამ დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა, რომელსაც მანამდე არ ჰქონია ურთიერთობა გზების დეპარტამენტთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტებზე დასაქმებულია 10 ათას ადამიანზე მეტი, ძირითადად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და იმ რეგიონების მცხოვრებლები, სადაც ახალ გზებს ვაგებთ,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.



მეგზევის პროფესიული დღე ყოველწლირად 10 დეკემბერს აღინიშნება. წელს, ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა.






„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up