მაია ბითაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ გარემოს დაცვის სფეროში ეფექტიანად გამოიყენოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მილიონობით ლარის საგრანტო დახმარება

მაია ბითაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველომ გარემოს დაცვის სფეროში ეფექტიანად გამოიყენოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მილიონობით ლარის საგრანტო დახმარება

access_time2021-02-16 00:00:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ინფორმაცია კომიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა წარუდგინა და დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში იმ ძირითად პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება.



კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სამინისტროში მიმდინარე იმ პროექტების შესახებ, რომლებისთვისაც დონორ ორგანიზაციებს ასეულობით მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია როგორც ტყის რესურსების მართვის, ასევე მწვანე ეკონომიკის განვითარების, ემისიების რეგულირებისა და მწვანე შესყიდვების განხორციელების კუთხით.



ასევე დეტალურად განიხილეს პროექტები, რომლების ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ მართვას, წინასწარი გაფრთხილების სისტემების შექმნას ეხება.




„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს მდინარეების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება, იმ სისტემისა, რომელიც დაახლოებით 2005-2008 წლებში მთლიანად მოიშალა და განადგურდა საქართველოში. ეს ყველა პროექტი გვაძლებს იმის შესაძლებლობას, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეთ გარემოსდაცვითი რეგულირების. ასევე სამინისტროსთან ერთად განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც აქტიური თანამშრომლობაა აუცილებელი, რათა რეგიონებში მეტი პროექტები განხორციელდეს, მათ შორის, ურბანული ტყეების მართვის, ფიტოსანიტარიის გაძლიერების, ასევე მდგრადი ურბანული გაუმჯობესების კუთხით, რაც ნიშნავს ახალი სატრანსპორტო ეკოსისტემების ჩამოყალიბებას, რაც ქალაქებში დაბინძურების და საცობების აღკვეთის ერთ-ერთი მთავარი პირობაა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.



საუბარი ასევე შეეხო სახიფათო ნარჩენების სამომავლო გეგმებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არის დონორი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებთანაც მოხდება თანამშრომლობა, რომ ბიზნესს და სავაჭრო ქსელებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის მათი ობიექტები.



„სამომავლო გეგმები არის ძალიან მასშტაბური. პირველ რიგში, იქმნება სამუშაო ჯგუფები, ვიწყებთ ერთობლივად სამინისტროსთან კანონმდებლობაზე მუშაობას და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე, ეფექტიანად გამოიყენოს ის ასეულობით მილიონი ლარის საგრანტო დახმარება, რასაც საქართველოს აძლევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ბუნებრივია, ისინი ამ თანხას აძლევენ საქართველოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სხვაგვარად ეს თანხები არ იქნებოდა გამოყოფილი, შესაბამისად, სამომავლო გეგმები მასშტაბურია და ჩვენი კომიტეტი სამინისტროსთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს მათ განსახორციელებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up