მაია ბითაძე: უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა

მაია ბითაძე: უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა

access_time2018-08-03 15:37:12


 უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა, იმიტომ, რომ ციფრები, რომელიც მოცემულია განახლებული გენერალური გეგმის პროექტში, ნათლად აჩვენებს იმას, რომ რეკრეაციული და არასამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა გაზრდილია თბილისის მასშტაბით, -ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის პროექტის განხილვამდე ჟურნალისტებს განუცხადა.



მაია ბითაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მოსაზრებას, რომ თბილისში შემცირებულია ტერიტორიების გამწვანება და ამის ნაცვლად გაზრდილია მასშტაბური მშენებლობები. ამ კონტექსტში მაია ბითაძემ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ისაუბრა, სადაც ორანჟერიისა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა იგეგმება.



"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 7 ჰექტრამდე იზრდება და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო მესაკუთრეებისგან ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, როდესაც აპელირება ხდება 2006 წლის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზი უნდა გაუსვან იმას, რომ 2011 წელს შეეცვალა იმ ტერიტორიას სტატუსი, სადაც დღეს "კია მოტორსის" ცენტრია განთავსებული და ტყე-პარკისთვის აბსოლუტუურად შეუსაბამო ნაგებობა აშენდა, გაიჩეხა მცენარეები. დღეს კი, ამ ადგილას იგეგმება ორანჟერიისა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა, რომელიც აბსოლუტურად შეერწყმის დიღმის ტყე-პარკის ეკოსისტემის ნაწილს, რომელიც 7 ჰექტითაა გაზრდილი",- განაცხადა მაია ბითაძემ.




მისი თქმით, ქალაქის გენერალურ გეგმაში, თუ რაიმე სახის უზუსტობები აღმოჩნდება, ის დაკორექტირდება.



"როდესაც დოკუმენტი წარმოვადგინეთ, ხაზიგაესვა იმას, რომ შესაძლოა იყოს რაიმე უზუსტობები.ზუსტად ამიტომ მიმდინარეობს ამდენი განხილვა საკრებულოში სპეციალისტებთნ ერთად.ამიტიმ,იქ სადაც აღმოჩნდება უზუსტობები, ის აუცილებლად დაკორექტირდება.თუმცა, უკვე წარმოდგენილი დოკუმენტით რეკრეაციული და არასმშენებლო ტერიტორიების რაოდენობა ძალიან გაზრდილია. 6 მლნ. კვ. მეტრი სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში",-განაცხადა ბითაძემ.



თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს,სადაც საკრებულოს წევრები სპეციალისტებთან ერთად, დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მსჯელობენ.

 





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up