მაია ბითაძე - საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის

მაია ბითაძე - საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის

access_time2021-01-05 15:00:00

ყველამ კარგად იცის, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოსდაცვით – ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ თემებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.



მაია ბითაძის თქმით, დღეს კომიტეტმა იმ ორ ახალ, მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ იყო განხილული. მისი შეფასებით, კანონპროექტები დიდ წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ტყის რესურსების შენარჩუნების კუთხით, ასევე, იქმნება გარემოს დაცვითი ფონდი.



„დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. განსახილველად წარვადგინეთ მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული ორი კანონპროექტი – ეს არის მარიამჯვარის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია, კერძოდ, კახეთის რეგიონში ტყეზე ზეწოლის შემცირების კუთხით, იქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს რეგიონის ტურიზმის პოტენციალის განვითარების კუთხით, ასევე, ტყის რესურსის შენარჩუნების კუთხით. ასევე, უპრეცენდენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის გაგრძელების თაობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება – ეს არის გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეულ რეგიონში საწარმოო პროცესის დარეგულირებისთვის.




ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვან და დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი გუნდი გარემოს დაცვით საკითხებს, ჰაერის, წყლის დაბინძურების საკითხებს, იმ საკითხებს, რომელიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს და ეს სწორედ ეს კანონპროექტია, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულ საწარმოს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საშუალება მივცეთ, მოვთხოვოთ, დავუწესოთ გეგმა-გრაფიკი და ასევე, გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ნებისმიერი დიდი ზემოქმედებისთვის კომპანიები ვალდებულები იქნებიან, რომ გადაიხადონ გარკვეული კომპენსაცია, რომლისთვისაც კანონპროექტით იქმნება სპეციალური გარემოს დაცვითი ფონდი. სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის პირველი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, რომელიც ამგვარ ევროპული ტიპის და ევროპული სტანდარტის გარემოს დაცვით ფონდს შექმნის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.



1tv.ge






Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up