მაია ბითაძე: როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ

მაია ბითაძე: როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ

access_time2020-08-27 16:00:27

დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.


მისი თქმით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაა.


„მოქალაქეებს წლების განმავლობაში, არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, ორ წელიწადში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მთავარ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანი კი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება, შესაბამისად, ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, სადაც ქუჩა თანაბრად არის ყველასთვის გადანაწილებული, ტრანსპორტი ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ა.შ. რეფორმის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანაშეეძლებათ, რაც ორმაგი რაოდენობაა. სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მერის მოადგილის განმარტებით, დაიფარება მთელი ქალაქი და ყველა უბანს, მათ შორის თბილისს შემოერთებულ სოფლებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზეწვდომაექნება. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდება და საშუალოდ, 7-15 წუთი იქნება.



„ავტობუსები საკუთარ ზოლში ივლიან და მათი სიჩქარე პრაქტიკულად, გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ის გამონაბოლქვი, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს, იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა, რომელიც თბილისში დაინერგება, არის იმის პირველწყარო, რომ შუქნიშნებმა ერთმანეთი დაინახონ და ნაკადები ავტომატურადგაატარონ.ასევე, „ჭკვიან“ შუქნიშნებს შეეძლებათ, ავტომობილები გაატარონ, იმ შემთხვევაში, თუ CO-ს გამონაბოლქვი თითოეულ კვანძზე ნორმაზე მაღალიიქნება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


მისივე განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, ასევე, მნიშვნელოვანია ქუჩების დიზაინის გათვალისწინება.


„თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქაოტურად გადაადგილდება, რომლის გამომწვევი მიზეზი ძალიან მარტივია: ხაზებიარის დუბლირებული. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კიკეთში შეიძლება ერთი ავტობუსი დადიოდეს, ან საერთოდ არ დადიოდეს, სამაგიეროდ, რუსთაველის გამზირზე ერთად დადის ექვსი სამარშრუტო ტაქსი, შვიდი ავტობუსი, ერთმანეთს ასწრებენ და მეტროც გადის. შესაბამისად, ის პრობლემები, რასაც დღეს ვაწყდებით, სწორედ დუბლირებული ხაზებით იყო გამოწვეული“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.


მისივე თქმით, დედაქალაქის ძირითად გამზირებსა და ქუჩებზე ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, რომელზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. გარდა ამისა, დამატებით, განისაზღვრება დასახლებული პუნქტიდან გაჩერებამდე მაქსიმალური დაშორების მანძილები:ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up