მაია ბითაძე – „„ქართული ოცნება“ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა“

მაია ბითაძე – „„ქართული ოცნება“ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა“

access_time2020-10-02 00:07:03

„,,ქართული ოცნების“ პროგრამას გარემოს დაცვითი მიმართულებით ოთხი ძირითადი საფუძვლისგან შედგება - დემოკრატიული გარემოსდაცვითი მმართველობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლისა და ჰაერის დაცვა, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა. „ქართული ოცნება“ ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა“ - განაცხადა ,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„2012 წლიდან დღემდე აღდგა და გაფართოვდა სრულიად მოშლილი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი. პირველად საქართველოში, სტიქიური მოვლენების რისკის პრევენციის მიზნით, დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ატმოსფერული ჰაერის დაცვას, გამკაცრდა მოთხოვნები საწვავის ხარისხის მიმართ - დღეს, საქართველოში ,,ევრო - 5 სტანდარტის ბენზინს მოვიხმართ. შეიქმნა საფუძვლები ამტვერებადი მასალის კონტროლის კუთხით, შეიქმნა კანონმდებლობა ტყის, ნარჩენების, რადიაციული უსაფრთხოების, საზოგადოების ჩართულობისა და გარემოს დაცვითი მმართველობის სფეროებში. შეიქმნა 26 ახალი დაცული ტერიტორია - 281 ათასი ჰექტრით გაფართოვდა დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და მან საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი მოიცვა. დაინერგა ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის 500 კილომეტრზე მეტი სატყეო გზა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება“ ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მასშტაბური რეფორმების გატარებას გარემოს დაცვის მიმართულებით. მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნება 180 ათას ჰექტარზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. ბუნებრივ რესურსებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით და ასევე, მწვანე, ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის გამოყენება, მათ შორის ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, რის პოტენციალიც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.


ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სისტემების კონტროლი გაიზრდება და გაფართოვდება შესაბამისი ქსელი. ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელი შეეწყობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას იმისთვის, რომ ნარჩენიდან ახალი პროდუქტი მივიღოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქებში სწორ ურბანულ განვითარებას, გამწვანებასა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას, მათ შორის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების გზით. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, თვისობრივად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით“ – განაცხადა მაია ბითაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up