მაია ბითაძე - მოსახლეობიდან ნარჩენების მოსაკრებლის თითქმის 100%-იანი ამოღებაა და ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება

მაია ბითაძე - მოსახლეობიდან ნარჩენების მოსაკრებლის თითქმის 100%-იანი ამოღებაა და ამ მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება

access_time2020-02-19 21:00:00

მოსახლეობიდან თითქმის 100%-იანი ამოღებაა ნარჩენების მოსაკრებლის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, არანაირ ცვლილებას მუნიციპალიტეტი არ გეგმავს. თუმცა, კერძო სექტორი ნარჩენების დიდი ოდენობით წარმომქმნელია და ამ კუთხით ჩვენ ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.



მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად მოსაკრებლის დაანგარიშების წესზე მუშაობას იწყებს.




„ნარჩენების მართვა, როგორც ვთქვი, ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია და დაახლოებით 40-დან 60%-მდე გაიზარდა დაფინანსება მუნიციპალიტეტის, საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ, როგორც ნარჩენების პოლიგონის, ასევე ნაგავმზიდი მანქანების, ზოგადად ნაგავმზიდი ტექნოლოგიების გადაიარაღების თვალსაზრისით. თბილისი ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად, იზრდება დასუფთავების სერვისის გაწევის ვალდებულება, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს მიწოდებული უმაღლეს დონეზე, მითუმეტეს, რომ ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ კონტექსტში ჩვენ მერის დავალებით დავიწყებთ მუშაობას ნარჩენების მოსაკრების ტარიფის მეთოდოლოგიის გადახედვაზე, რომელიც 2006 წელს არის დადგენილი და აბსოლუტურად მოძველებულია. ბოლო მონაცემებით, იკვეთება ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსახლეობიდან თითქმის 100%-იანი ამოღებაა ნარჩენების მოსაკრებლის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არანაირ ცვლილებას მუნიციპალიტეტი ფიზიკურ პირებთან ან მოსახლეობასთან მიმართებით არ გეგმავს. თუმცა, კერძო სექტორი, რომელიც ნარჩენების დიდი ოდენობით წარმომქმნელია, ამ კუთხით ჩვენ ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების თვალსაზრისით ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მათ შორის, ქვეაბონენტებად დარეგისტრირების შემთხვევაში, საერთოდ იკარგება კვალი, ვინ არის ნარჩენების მოსაკრებლის გადამხდელი და ასევე, ნარჩენების მოსაკრებლის ოდენობა იურიდიულ პირებთან მიმართებით, როგორც მერმა აღნიშნა, იმდენად მცირეა, თავი დავანებოთ იმას, რომ ამოღება რთულია, პრაქტიკულად გამოდის, რომ მოსახლეობის, ანუ ფიზიკური პირების მიერ გადახდილი თანხის საფუძველზე ხდება სერვისის გაწევა, მათ შორის იურიდიული პირებისთვის. შესაბამისად, ჩვენ გვყავს უცხოური ექსპერტები, მათთან ერთად დავიწყებთ ამ მოსაკლების დაანგარიშების წესზე მუშაობას და ვფიქრობთ, რომ სერვისის გაუმჯობესების მიზნით და მათ შორის იმ კუთხით, რომ მოსახლეობის გადახდილი საფასური არ ფარავდეს იურიდიული პირების ნარჩენების წარმოქმნისა და უდილიზაციის პროცესს და მივიღებთ ჯანსაღ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ბითაძემ.


IPN.GE 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up