მაია ბითაძე - ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიცაა“ მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ძველი მშენებლობები დასრულდება

მაია ბითაძე - ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიცაა“ მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ძველი მშენებლობები დასრულდება

access_time2018-07-25 17:40:54

ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიც“ არის მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.



როგორც ბითაძემ აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ისევ ბრუნდება ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს, გარდა ამისა, კულტურის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ეს ზონა დაზუსტდეს და მისი რევიზია მოხდეს.



მაია ბითაძემ ოპოზიციის შენიშვნებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც „პანორამა თბილისის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება, იმ პოლიტიკური პარტიის წევრია, რომელმაც ბუნებიდან და სივრციდან ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა საერთოდ გააქრო.




„ჩვენ გენგეგმის ფარგლებში ხელახლა ვამკვიდრებთ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონას და თვალს ვუსწორებთ იმ არსებულ რეალობას, რომლის ფარგლებშიც ჰყვება არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდი, არამედ, ვერის ფერდები, სადაც საკუთრების უფლებებია წარმოშობილი, ასევე ორთაჭალის მიდამოები, სადაც ეს ზონა ვრცელდება. როდესაც 1985 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი რეალობა. მუნიციპალიტეტს და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხაბეიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ და ვაბრუნებთ ამ ზონას დოკუმენტში, სადაც ვითვალისწინებთ მესაკუთრეთა უფლებებს. ამ ზონაში ასევე შედის შინდისის და მიმდებარე სოფლების საკუთრებებიც, ზემო ვერის საცხოვრებელი სახლებიც, გარდა თაბორის ტერიტორიისა“, - განაცხადა ბითაძემ.



მისივე თქმით, აღნიშნულ ზონაში მიმდინარე ყველა ძველი მშენებლობა აუცილებლად დასრულდება.



„სადაც არის საკუთრების უფლება წარმოშობილი და დაკანონებული აქვს ეს სახელმწიფოს, 1985 წელს ვერ დავუბრუნდებით. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, მისი რევიზია უნდა განხორციელდეს, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ამიტომ კულტურის სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ ამ ზონების დაზუსტება მოხდეს. ერთმნიშვნელოვანია ის, რომ თბილისს აქვს როგორც ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, ასევე ძველი თბილისის ზონა და მისი მომიჯნავე ტერიტორიები, რომელთა შიგნით სამართლებრივი რეგულირებები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ხელახლა უნდა გადაიხედოს და არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ 1985 წლის ნორმატიული აქტით“, - განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ ამ ზონის დაზუსტების შემდეგ იქ ახალი მშენებლობები არ განხორციელდება, თუმცა, არსებული მშენებლობების, მათ შორის, „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შეჩერება არ მოხდება.



„ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში ახალ ნაგებობებზე მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა“, - განაცხადა ბითაძემ.


IPN





LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up