მაია ბითაძე: კანონპროექტის მიხედვით, დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი კვლავ გავრცელდება

მაია ბითაძე: კანონპროექტის მიხედვით, დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი კვლავ გავრცელდება

access_time2021-10-12 22:00:00

„საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის მიზანია კვლავ გავრცელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის რაც, საბოლოოდ გადაჭრის დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას, განსაკუთრებით, დედაქალაქში“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



საქართველოს კანონის პროექტის „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საუბრისას, დეპუტატმა განმარტა, რომ ცვლილება ე.წ. დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება. მისივე თქმით, მიუხედავად 2017-2020 წლებში განხორციელებული ღონისძიებებისა, ამ მიმართულებით კვლავ რჩება პრობლემა.




„2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდგომ გამოცხადდა გარკვეული შეღავათები ზოგადად სამშენებლო სექტორისთვის და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან იქნა კომპანიები გათავისუფლებული, იმისთვის, რომ წახალისებულიყო ბიზნესი და იმ ეკონომიკურ ვარდნას ხელი არ შეეშალა სამშენებლო სექტორისთვის. მიუხედავად 2017-2020 წლებში განხორციელებული უამრავი ქმედებისა, რომელმაც, პრაქტიკულად, ამოწურა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, განსაკუთრებით, დედაქალაქში, კვლავ ღია რჩება საკითხი, ისეთ დაუმთავრებელ მშენებლობასთან, რომელიც განიცდის დემონტაჟს. არის დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის დაუმთავრებლობა გამოწვეულია 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე და ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში, ისინი აღარ ექვემდებარებიან მოქმედი კანონმდებლობით დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიზანია, სწორედ ასეთი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის კვლავ გავრცელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი, რაც, რეალურად, საბოლოოდ გადაჭრის დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას, განსაკუთრებით, დედაქალაქში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.





სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up