მაია ბითაძე - დროა ტყის კოდექსი სრულად ავამოქმედოთ ტყეზე ზემოქმედება რომ მაქსიმალურად შევამციროთ

მაია ბითაძე - დროა ტყის კოდექსი სრულად ავამოქმედოთ ტყეზე ზემოქმედება რომ მაქსიმალურად შევამციროთ

access_time2021-02-12 11:00:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გათვალისწინებით, მოისმინეს ინფორმაცია ტყის კოდექსიდან გამომდინარე ტყის მართვის სფეროში არსებული ვითარების, გამოვლენილი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



სხდომაზე მოწვეული იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები.



როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ტყის კოდექსი სრულიად ახლებურად აყალიბებს იმ პრინციპებს, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა მიყვეს იმისთვის, რომ ტყეზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს და ქვეყანა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის იმ პრინციპებზე, რომლებიც დანერგილია მთელ განვითარებულ მსოფლიოში.



„ტყის კოდექსის მიღება ნამდვილად ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანა ამისკენ მიდიოდა წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მოხერხდა კოდექსის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი დამტკიცებულია, მისი სრულფასოვნად ამოქმედება დაკავშირებულია კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველ პრინციპი, რომლებიც განსაზღვრულია ტყის კოდექსით, ამოქმედდეს. სამწუხაროდ კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ უნდა მიღებული ყოფილიყო, დღემდე მიღებული არ გვაქვს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.



შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად განსაზღვრული საკომიტეტო და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომიტეტში გამართულიყო მოსმენა და სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიეღოთ ინფორმაცია კანონქვემდებარე აქტების მიღების, შემუშავების, სტატუსის შესახებ.



ბიომრავალფეროვნებისა და ტყის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა ინფორმაციები ტყის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასა და მიღებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ტყეებში, მათ შორის, ქალაქებში ფიტოსანიტარული გამოწვევების შესახებ.




მომხსენებელმა შეკრებილთ შეახსენა კოდექსის მთავარი მიზნები, ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც აქვს საზოგადოებას, რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს, ძირითად საჭიროებებზე, განსაკუთრებით, ფინანსური რესურსების მობილიზების მიმართულებით, უწყებათა შორის კოორდინაციაზე. ყურადღება გაამახვილა ახალ პროექტზე, რომლის მიხედვით საქართველო კლიმატის მწვანე ფონდიდან 30 მილიონ დოლარს იღებს გრანტის სახით და სხვა.



როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიის 43% არის ტყე და არ არის სექტორი, რომელსაც კვეთა არ ჰქონდეს მასთან, ბოლო 30 წლის განმავლობაში კი ძალიან გაიზარდა ზემოქმედება ტყეზე, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ტყის კოდექსმა განისაზღვრა სატყეო სექტორის მომავალი- ეს უნდა იყოს მდგრადი სარგებლობა ისე, რომ სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ბალანსი არ დაირღვეს. ქვეყანაში იყოს ჯანსაღი ტყეები, მისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობა იყოს შენარჩუნებული და გაუმჯობესებული, სწორად გამოვიყენოთ მერქნული რესურსი და არა მარტო შეშად.



„კოდექსის მიზანია ტყეზე ზემოქმედების მაქსიმალური შემცირება, ეს კოდექსი იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოს ტყეები როგორც სამეურნეო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენებული იქნეს ახალი მიდგომების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იქნეს ათვისებული ტყის არამერქნული რესურსები და ტყის ნარჩენები“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.



როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსიდან გამომდინარე მთავარი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ტყითსარგებლობის წესს განსაზღვრავს, ფაქტობრივად უკვე მომზადებულია და მალე მოხდება მისი დამტკიცება. ასევე მუშავდება სხვა კანონქვემდებარე აქტების პროექტებიც. მისივე თქმით, ტყის კოდექსიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობისას, გამოიკვეთა საჭიროება, რომ კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანაც მოხდეს. სამინისტრო პარალელურად აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთანაც, რათა მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია კოდექსიდან გამომდინარე ტყითსარგებლობაში მოსალოდნელი სიახლეების შესახებ.



წარმოდგენილ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. როგორც გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ განაცხადა, თანამშრომლობისათვის ყოველთვის მზად არიან.



კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბევრს ვერ წარმოედგინა თბილისი გამწვანების გარეშე, მაგრამ მწვავე სიტუაციაა, მალე სხვა დიდი ქალაქებიც შეიძლება დარჩეს გამწვანების გარეშე, თუ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში ყველამ ერთობლივი ძალისხმევა არ გამოიჩინა.



მაია ბითაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის, კომიტეტი მზადაა, შექმნას სამუშაო ჯგუფი მაჟორიტარებისა და ექსპერტების ჩართულობით. კომიტეტი უახლოეს ხანში ასევე შექმნის სამუშაო ჯგუფს ტყის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, ასევე იმ საკითხების ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტაში, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე დაისმება.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up